სუბისარეტა: "როსელის სიტყვები ანეგდოტია"

სუბისარეტა: "როსელის სიტყვები ანეგდოტია"

კატალონიის "ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ განაცხადა, რომ სანდრო როსელის სიტყვები, სადაც აღნიშნავს, რომ "ბარსა" 5:0 მოუგებს "რეალს", არ უნდა მივიღოთ სერიოზულად. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა "მარკა".

 

შეგახსენებთ, რომ სანდრო როსელმა 5:0 "იწინასწარმეტყველა" სამეფო თასის ფინალის მატჩი, სადაც "მესტალია" უმასპინძლებს "ბარსელონა"–"რეალს": "ამ შეხვედრაში გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მე ვეთანხმები ნებისმიერ იმ წინასწარ პროგნოზს, სადაც იგულისხმება 1:0 ჩვენს სასარგებლოდ, ხოლო რაც შეეხება როსელის განცხადებას, ეს უბრალოდ ანეგდოტი იყო. იმედი მაქვს ჩვენ ხვალ ისევ ვისაუბრებთ ფეხბურთზე". განაცხადა "ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტა, "მარკასთან" ინტერვიუში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.