ერთადერთი კლუბი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა კაცებშიც მოიგო და ქალებშიც

ერთადერთი კლუბი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა კაცებშიც მოიგო და ქალებშიც

გუშინ "ბარსელონას" ქალთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო, რისი წყალობითაც "ბარსა" ერთი უნიკალური მიღწევის შემოქმედი გახდა.

"ბარსელონა" ერთადერთი კლუბია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა როგორც კაცებში, ასევე ქალებში აქვს მოგებული. გუშინ "ბარსა" და "ჩელსი" ერთანეთს ამ მიღწევისთვისაც ეჯიბრებოდნენ - გამარჯვებული ამ უნიკალურ შედეგსაც დაესაკუთრებოდა. თუმცა ბრძოლა არ შედგა და "ბარსამ" პირველივე ტაიმში 4-0 მოიგო.

უახლოეს მომავალში იმავეს გამეორების ყველაზე კარგი შანსი სწორედ "ჩელსის" აქვს. იმ გუნდებს შორის, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგა ერთ სქესში უკვე მოგებული აქვთ, საპირისპირო სქესში ყველაზე კარგი გუნდი სწორედ ლონდონელებს ჰყავთ.

ასევე აღსანიშნავია, რომ "ბარსელონას" ასევე მოგებული აქვს მე-3 ჩემპიონთა ლიგაც - ახალგაზრდული.

აღვნიშნავთ იმასაც, რომ "ბარსელონა" ქალთა ჩემპიონთა ლიგის პირველი ესპანური გამარჯვებული გახდა. სხვა ესპანურ გუნდს ფინალშიც კი არასდროს უთამაშია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 18 მაისი 2021 15:14
    0
    ერთი ქალებისთვის ვერ მოიცალა იმ უხსენებელმა ბართოიამ თორემ ეგენიც სადღაც დაიკარგებოდნენ შუა ტურნირში. ბედზე მოუსწრო ლაპორტამ. მაგრამ კაცები ისე ყავდა დაჩმორებული, რო ლაპორტამაც ვერ უშველა.
    MARADONA1968
    სტუმარი [?]
    #4 18 მაისი 2021 00:04
    1
    ამ გოგოს გრიზმანში არ გაგვიცვლიან?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 17 მაისი 2021 18:06
    1
    მალე დაუბეუნდება ბარსა დიდების მწვრევალს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 17 მაისი 2021 16:38
    0
    ბართომეუს სიმზევეების მიუხედავად მაინც პირველები ვართ ყველაფერში 🙌🙌🙌
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    Culé [?]
    #1 17 მაისი 2021 15:00
    5
    ახლანდელი ქალების და კაცების გუნდი სრულიად განსხვავდება ერთმანეთისაგან. იმედია კაცები დაემსგავსებიან მათ..
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "