Sport: ბარსელონამ 500 მილიონი ევროს სესხი აიღო
"ბარსელონამ" ამერიკული საინვესტიციო ფონდისგან, Goldman Sach-ისგან, 500 მილიონი ევროს ოდენობით, სესხი აიღო, წერს Sport.
აღნიშნული ოპერაციის მიზანს კლუბის მიერ იმ ფინანსური ვალდებულებების შესრულება წარმოადგენს, რომელიც "ბარსას" ბოლო თვეების განმავლობაში აქვს, მათ შორის, ფეხბურთელთათვის ხელფასის გადახდა. ამ თანხის გარკვეული ნაწილი ზაფხულში ტრანსფერების განხორციელებასაც მოხმარდება.
მოლაპარაკებები, რომელსაც ჟოან ლაპორტა ხელმძღვანელობდა, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ესპანური გამოცემა წერს, რომ კლუბმა სესხი შეღავათიანი პირობებით მიიღო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]