ხვალ ბარსელონას წარმომადგენლები შეხვედრას გამართავენ | Cadena SER
Cadena SER-ის ინფორმაციით, ხვალ, 20 მაისს კატალონიის "ბარსელონას" წევრების შეხვედრაა დაგეგმილი, სადაც ისინი მომავალი სეზონისთვის კლუბის ბიუჯეტსა და ფინანსურ საკითხებს დაამტკიცებენ.
ასევე, როგორც ხსენებული წყარო იტყობინება, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" წარმომადგენლებმა, შესაძლოა, ევროპის სუპერ ლიგის თემა განიხილონ, რომელიც ამჟამად შეჩერებულია, და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღონ.
ზემოაღნიშნული ტურნირი მიმდინარე წლის 18 აპრილს შეიქმნა, თუმცა ორი დიდი საფეხბურთო ორგანიზაციის, FIFA-სა და UEFA-ს წინააღმდეგობის გამო, მისი მომავალი ბუნდოვანია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]