"ბარსელონას" "ატლეტიკოსთან" ბარტერის განხორციელება სურს
Mundo Deportivo-ს ჟურნალისტმა, ლუი კანუმ განაცხადა, რომ "ბარსელონას" მადრიდის "ატლეტიკოსთან" ბარტერის განხორციელება სურს.
ვიცი, რომ "ბარსელონა" გრიზმანის ფელიშში გაცვლას ისურვებდა. მის (ფელიშის) ინტერესებს მენდეში წარმოადგენს, რომელსაც ლაპორტასა და ალემანისთან კარგი ურთიერთობა აქვს.
- თქვა კანუმ TV3-თან ეთერში.
შეგახსენებთ, რომ ანტუან გრიზმანი "ბარსელონაში" გადმოსვლამდე სწორედ "ატლეტიკოში" თამაშობდა, "როხიბლანკოს" პრეზიდენტის, ენრიკე სერესოს განცხადებით კი კლუბს ფრანგის დაბრუნება სურს, რაც ბარტერის ალბათობას ზრდის.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]