ბარსელონა მანჩესტერ სიტიდან კიდევ ერთი ლა მასიელის დაბრუნებაზე მუშაობს | MD
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ერიკ გარსიას გარდა, "ბარსელონა" "მანჩესტერ სიტიდან" კიდევ ერთი ფეხბურთელის, ადრიან ბერნაბეს დაბრუნებას აპირებს, რომელმაც კატალონიელთა აკადემია 2018 წელს დატოვა.
19 წლის მოთამაშეს ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი მომავალ ზაფხულში ეწურება - შესაბამისად, მას შეუძლია "ბარსა ბ-ს" უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდეს და შანსი პირველ გუნდშიც მიიღოს.
ასევე, აღნიშნული წყაროს ცნობით, მიმზიდველი წინადადების მიღების შემთხვევაში, არ გამოირიცხება ახალგაზრდა უკანახაზელის განათხოვრების საკითხიც.
საინტერესოა, რომ ბერნაბეს, რომელიც ამპლუით მარცხენა მცველია, ასპარეზობა ნახევარდაცვაშიც შეუძლია. იგი "ლა მასიაში" 2014/18 წლებში ირიცხებოდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]