ბარსელონა ზაფხულში, სულ მცირე, 2 თავდამსხმელის გაფორმებას აპირებს
ESPN-ის ინფორმაციით, კატალონიის "ბარსელონა" მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, სულ მცირე, 2 თავდამსხმელის დამატებას გეგმავს.
ხსენებული წყაროს თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისეფერები" "რეალ სოსიედადის" შვედი შემტევით, ალექსანდერ ისაკითა და "ბენფიკას" ურუგვაელი მოთამაშით, დარვინ ნუნისესით ინტერესდებიან.
ისაკს, რომელიც 21 წლისაა, ბასკურ კლუბთან ამჟამინდელი კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. წარმოშობით ერიტრეელი ლა ლიგაში 2019 წლიდან ასპარეზობს და უკვე საკმაო გამოცდილებაც მიიღო.
რაც შეეხება ნუნიესს, ესპანეთში ახალგაზრდა სამხრეთ ამერიკელსაც უთამაშია - 2019/20 წლების სეზონში იგი "ალმერიას" რიგებში ირიცხებოდა. "პენიაროლის" აღზრდილ მოთამაშეს "ბენფიკასთან" მოქმედი ხელშეკრულება 2025 წელს ეწურება. ისაკის მსგავსად, ისიც 21 წლისაა.
გარდა ამისა, "ბარსა" თავისუფალი აგენტების ბაზარზე სერხიო აგუეროსა და მემფის დეპაის ტრანსფერებზე აქტიურად მუშაობს. გავრცელებული ცნობებით, ჟოან ლაპორტას გუნდმა არგენტინელთან 2-წლიანი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებას უკვე მიაღწია, მემფის დეპაის შეძენის საკითხი კი, შესაძლოა, რონალდ კუმანის მომავალზეც იყოს დამოკიდებული.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.

კომენტარები [ 6 ]