გრანადასთან წაგებამ ჟოან ლაპორტა ძალიან გააბრაზა | Sport
Sport-ის ინფორმაციით, კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა ლა ლიგის 33-ე ტურში "გრანადასთან" მარცხმა (1-2) ძალიან გააბრაზა - ამ მატჩში "ბარსა" ლეო მესიმ დააწინაურა, თუმცა მეორე ნახევარში გუნდმა საკუთარ კარში ორი უპასუხო გოლი მიიღო.
აღნიშნული გამოცემა იტყობინება, რომ ანდალუსიურ კლუბთან წაგების გამო ლაპორტა ფეხბურთელების მიმართ მკაცრი შეძახილებით გამოირჩა, რამაც გარშემომყოფთა გაკვირვება გამოიწვია.
როგორც ჩანს, ჟოანი ასეთი გაბრაზებული და ანერვიულებული დიდი ხანია, არ ყოფილა, რაც ლოგიკურია, რადგან ამ დაპირისპირებამ, გარკვეულწილად, ესპანეთის ჩემპიონის ბედი გადაწყვიტა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]