როდრიგო ბენტანკურის გარემოცვა ბარსელონაზე არსებულ ცნობებს უარყოფს | MD

როდრიგო ბენტანკურის გარემოცვა ბარსელონაზე არსებულ ცნობებს უარყოფს | MD

ადრე გავრცელებული ცნობებით, "ბარსელონა" და "იუვენტუსი" მირალემ პიანიჩისა და როდრიგო ბენტანკურის ბარტერს განიხილავდნენ.

ახლა კი, Mundo Deportivo-ს თანახმად, 23 წლის ფეხბურთელს, რომელსაც ტურინულ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, "ბარსაში" გადასვლის საკითხზე არანაირი ინფორმაცია არ აქვს.

კატალონიური გამოცემა იტყობინება, რომ პოტენციური გაცვლის შესახებ არსებულ ჭორებს როგორც "ბლაუგრანა", ასევე ურუგვაელი მოთამაშის გარემოცვა უარყოფს.

ბენტანკურის აგენტი, დანიელ ბოლოტნიკოფი აცხადებს:

ჩემი კლიენტის "ბარსელონაში" გადასვლის შანსი არ არსებობს - მხარეები მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 21 მაისი 2021 16:54
    0
    ადრე გავრცელებული ცნობებით, "ბარსელონა" და "იუვენტუსი" მირალემ პიანიჩისა და როდრიგო ბენტანკურის ბარტერს განიხილავდნენ.
    ანუ "აბრატნი" გაცვლა უნდათ? ვერც ეგენი არიან კარგად.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 20 მაისი 2021 23:40
    0
    ყველა სატრანსცფერო ფანჯარაზე ამას რატო გვტენიან??
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 20 მაისი 2021 23:18
    0
    დაეტიოს ერთი კაცო სადაცაა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    king artthur
    სტუმარი [?]
    #2 20 მაისი 2021 21:36
    0
    ან ეს დავითრიოთ ან აუარი ან გრავენბერხი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 20 მაისი 2021 20:24
    0
    პირდაპირ არტურში გაეცვალათ, რა უბედურებაა ამდენი მაქინაციები
    ისე პიანიჩში გადაცვლა ჭკვიანურია