"ბარსას" სამიზნეები და გრიზმანი - სტატისტიკური შედარება
"ბარსელონა" რომ ახალი ცენტრალური თავდამსხმელის ძიებაშია, ეს უკვე დიდი ხანია ცნობილია.
სერხიო აგუერო, მემფის დეპაი და ჟოაუ ფელიში. ეს იმ ფეხბურთელთა სახელებია, რომლებიც პრესამ კატალონიურ კლუბს დაუკავშირა. ასევე გავრცელდა ცნობები, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგები, შესაძლოა, ფრანგმა თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა დატოვოს, რომელმაც "ბარსელონაში" თავისი თავი ვერ იპოვა. პორტალი Tribuna ზემოთ ჩამოთვლილი მოთამაშეებისა და გრიზმანის სტატისტიკურ შედარებას გვთავაზობს.

მემფის დეპაი
დეპაი გრიზმანს ყველა ძირითადი მაჩვენებლით ჯაბნის, გარდა წარმატებული გადაცემების პროცენტისა და მოგებული საჰაერო ორთაბრძოლების მაჩვენებლით. 2020/21 წლების სეზონში დეპაის ყოველი მატჩის საერთო შეფასებაა 7.54, ხოლო გრიზმანის - 7.14.
მემფისმა, რომელიც თებერვალში 27 წლის გახდა, მიმდინარე სეზონში, ლიგა 1-ის 36 შეხვედრაში 20 გოლი გაიტანა და 10 ასისტი გააკეთა, ხოლო გრიზმანმა ლა ლიგის 35 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 7 ასისტი გააკეთა.
გარდა ამისა, ნიდერლანდელი ფეხბურთელი მატჩის საუკეთესო მოთამაშე ცხრაჯერ გახდა, ხოლო ფრანგი - სამჯერ.
სერხიო აგუერო და ჟოაუ ფელიში
აგუერო და ფელიში, თავის მხრივ, გრიზმანისა და დაპაისგან, საერთო შეფასებით, შორს დგანან. აგუერო - 6.48, ფელიში - 6.75.
აგუერომ, რომელიც 32 წლისაა, მიმდინარე სეზონში, პრემიერ ლიგის 11 მატჩში, ხშირი ტრავმების გამო, მხოლოდ 2 გოლის გატანა შეძლო.
ფელიშმა კი, რომელიც ნოემბერში 22 წლის გახდება, ლა ლიგის მიმდინარე სეზონში, 30 ჩატარებულ შეხვედრაში, 7 გოლი გაიტანა და 5 ასისტი გააკეთა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]