ღიმილი შეინარჩუნე, მე კი წარმატებულს გაგხდი - ჟოან ლაპორტა რიკი პუჩს
ჟურნალისტ მიკელ ბლასკესიეს ინფორმაციით, კატალონიის "ბარსელონას" ახალმა პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ არჩევნების მოგების შემდეგ, პირველი შეხვედრისას, გუნდის ახალგაზრდა ნახევარმცველს, რიკი პუჩს შემდეგი სიტყვები უთხრა:
ღიმილი შეინარჩუნე, მე კი "ბარსაში" წარმატებულს გაგხდი.
მიმდინარე სეზონი, რომელიც დასასრულს მიუახლოვდა, 21 წლის ფეხბურთელისთვის იდეალური ნამდვილად არ გამოვიდა - რონალდ კუმანს მისი განათხოვრება სურდა, მაგრამ რიკიმ დარჩენა ამჯობინა, რის გამოც, უმეტეს შემთხვევაში, ის სათადარიგოთა სკამზე გვევლინებოდა.
ამჟამად, პუჩის მომავალი გაურკვეველია, თუმცა, თავის მხრივ, კითხვის ნიშნის ქვეშაა ნიდერლანდელი სპეციალისტის დარჩენაც. შესაბამისად, მთავარი მწვრთნელის გავშების შემთხვევაში, "ლა მასიელის" კატალონიური კარიერის გაგრძელების შანსებიც გაიზრდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]