MD | მორატა ბარსასთვის მისაღები ვარიანტია
თავდამსხმელის ძიებაში მყოფ კატალონიელებს ამჯერად ალვარო მორატასაც უკავშირებენ.
ესპანელი თავდამსხმელის "იუვენტუსიდან" წასვლაზე ჯერჯერობით არაფერი იწერება, თუმცა, MD-ის ცნობით, მისი ვარიანტი "ბარსელონასთვის" მისაღებია. 28 წლის შემტევმა მიმდინარე სეზონში 43 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე 18 გოლთან ერთად 12 ასისტიცაა.
ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე "ბლაუგრანა" ალექსანდრ ისაკის, ერლინგ ჰოლანდის, მემფის დეპაისა და სერხიო აგუეროს კანდიდატურებს განიხილავს. მათგან ფაქტობრივად გადაწყვეტილი სერხიო აგუეროს ტრანსფერია.
მორატას მიმართ ინტერესში საკვანძო ფაქტორი მისი ლა ლიგაში თამაშის დიდხნიანი გამოცდილებაა. ალვაროს "რეალისა" და "ატლეტიკოს" მაისურით აქვს ნათამაშები, "ბებერი ქალბატონის" რიგებში ის იჯარის წესით თამაშობს. იჯარას კი ვადა ივნისის ბოლოს გასდის.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]