კოპა ამერიკას მხოლოდ 1 ქვეყანა უმასპინძლებს

კოპა ამერიკას მხოლოდ 1 ქვეყანა უმასპინძლებს

2021 წლის კოპა მერიკის მასპინძელ ქვეყნებად არგენტინა და კოლუმბია იყო არჩეული. თუმცა, სხვადასხვა სანდო საინფორმაციო წყაროს, მათ შორის Marca-ს მიხედვით, ერთადერთ მასპინძელ ქვეყნად არგენტინა დარჩება.

კოლუმბიაში არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარების ფონზე ეს ქვეყანა კოპა ამერიკას ვეღარ უმასპინძლებს. ოფიციალური გადაწყვეტილების მისაღებად სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო ასოციაცია - CONMEBOL ოფიციალურ სხდომას ხვალ გამართავს და პასუხს საჯაროდ გამოაცხადებს.

მშობლიურ მიწაზე ეროვნული ნაკრების რიგებში პირველი ტიტულის მოგებისათვის ეს მესისთვის კიდევ ერთი შანსი იქნება.

კოპა ამერიკა 2021, რომელშიც მონაწილეობას 10 ქვეყნის ეროვნული ნაკრები იღებს, 13 ივნისს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ახალი ამბის შემდეგ, შესაძლოა, ჩემპიონატის საწყისმა თარიღმაც მცირედით გადაიწიოს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 21 მაისი 2021 16:31
    0
    ეს ვითომ დაზუსტებული ინფორმაციაა, "ოფიციალურად" რო არ წერია სათაურში.
    Terstegen
    სტუმარი [?]
    #5 21 მაისი 2021 12:22
    0
    რაგახდა ერთი წესიერი მწვრთნელი არგენტინისთვის
    ფანი [?]
    #4 21 მაისი 2021 09:39
    0
    ახლა მაინც მიეხმაროს ცოტა მსაჯობა😏😂
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 21 მაისი 2021 09:13
    0
    ემილიანო მარტინესი
    ფოიტი-ოტამენდი-ლისანდრო მარტინესი-ტალიაფიკო
    ლოსელსო-პარედესი
    მესი
    დი მარია-აგუერო-ლაუტარო მარტინესი
    სკამზეც ოკაპმოსი და ორივე კორეა ეყოლება არგენტინას ამიტომ შეტევაში ნაღდად არ ექნებათ პრობლემა მთავარია დაცვას მიხედონ
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 21 მაისი 2021 02:08
    4
    იმედია მაგ სანაკრებო ტიტულს დედებენ და ამითი დასრულდება უიღბლობის პერიოდი, რომელიც სამწუხაროდ ძალიან გახანგძლივდა smiley
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 21 მაისი 2021 01:23
    1
    ხოდა შუაზე უნდა გაიყნენ და დადონ კოპა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued