ბარსა ტერ შტეგენს ტრანსფერზე აყენებს | La Gazzetta
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატალონიის "ბარსელონა" "მილანის" ახალგაზრდა მეკარით, ჯანლუიჯი დონარუმათი ინტერესდებოდა, რომელიც მომავალ ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება.
ახლა კი, TUTTOmercatoWEB-ის ინფორმაციით, "ბარსასა" და იტალიელ ფეხბურთელს შორის მოლაპარაკებებში პოზიტივი შეინიშნება.
22 წლის კარის დარაჯი, რომელიც "ბლაუგრანას" თავად აგენტმა მინო რაიოლამაც შესთავაზა, მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე ხელმისაწვდომი 30 ივნისიდან უფასოდ იქნება. მისი შეძენისთვის კი ჟოან ლაპორტას კონკურენციას ტურინის "იუვენტუსი" გაუწევს.
რაც შეეხება მარკ-ანდრე ტერ შტეგენს, წყარო დასძენს, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" გერმანელი მოთამაშე, შესაძლოა, დორტმუნდის "ბორუსიაში" გადავიდეს. La Gazzetta-ს ცნობით, მას კლუბი ტრანსფერზე დააყენებს.
"სიგნალ იდუნა პარკის" ბინადრების ტერ შტეგენით დაინტერესებას სანდო ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო უარყოფს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 41 ]