კანი: "ტერ შტეგენისათვის "ბარსელონაში" ადაპტაცია ადვილი არ იქნება"
მიუნხენის "ბაიერნისა" და გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი კარის დარაჯი, ოლივერ კანი მიიჩნევს, რომ მიონხენგლადბახის "ბორუსიის" მეკარეს, მარკ ანდრე ტერ შტეგენს კატალონიის "ბარსელონაში" რთული დრო ექნება, იმ შემთხვევაში, თუ მას კატალონიური კლუბი მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შეიძენს.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გერმანელმა მეკარემ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" კლუბში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა.
"რა თქმა უნდა, ეს მოვლენა მის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი იქნება. ტერ შტეგენს მიონხენგლადბახის "ბორუსია" არსადროს დაუტოვებია და ის სხვა საფეხბურთო კულტურას არ იცნობს. კლუბში ადაპტაცია მოითხოვს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მოვლენებს, რაც ადვილი ნამდვილად არ არის." - განაცხადა ოლივერ კანმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]