ლაპორტას არჩევანი - ვინ იქნება "ბარსელონას" მწვრთნელი?

ლაპორტას არჩევანი - ვინ იქნება "ბარსელონას" მწვრთნელი?

"ბარსელონას" გარშემო ახლა ერთი მთავარი კითხვაა - ვინ გაწვრთნის გუნდს მომდევნო სეზონში? ჟოან ლაპორტასა და კლუბის ამჟამინდელ მწვრთნელს, რონალდ კუმანს შორის შეხვედრა გაიმართა, თუმცა ჰოლანდიელის ბედი ჯერაც გაურკვეველია. ამ ფონზე "ბლაუგრანას" პრეზიდენტს არჩევანი აქვს გასაკეთებელი, ან დატოვოს კუმანი, ან მისი შემცვლელი მოიყვანოს. კლუბის მწვრთნელის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კი რამდენიმე კანდიდატურა განიხილება.

ჩავი ერნანდესი

ერნანდესი, მისი წასვლის დღიდან, ყოველთვის გუნდის მწვრთნელობის ერთ-ერთ კანდიდატურად მოიაზრებოდა, ლაპორტას მოსვლამ კი ამის შანსები გაზარდა. Marca-ს ცნობით, ლაპორტა ბოლომდე დარწმუნებული არ არის, რამდენად შესაფერისი დროა ჩავის დასაბრუნებლად. ამასთანავე, ესპანელმა კონტრაქტი გაახანგრძლივა "ალ სადთან" და კარიერას ყატარში გააგრძელებს.

მიკელ არტეტა

ესპანელი სპეციალისტი ის ვარიანტია, რომლითაც ლაპორტა ყოველთვის მოხიბლული იყო. საარჩევნო კამპანიისას "ბარსელონას" პრეზიდენტს არტეტასთანაც ჰქონდა კავშირი. მართალია იგი ლონდონში თავს კარგად გრძნობს, თუმცა კატალონიურ კლუბში გადმოსვლაც არ გამოირიცხება. ამასთან, არტეტა "ბარსელონას" სტილის მწვრთნელია, წლები მუშაობდა პეპ გვარდიოლას გუნდში და "ლა მასიაშიც" კი ვარჯიშობდა, როგორც მოთამაშე.

ერიკ ტენ ჰაგი

ტენ ჰაგი ერთ-ერთ შესაფერის ვარიანტად განიხილება, რადგან "აიაქსისა" და "ბარსელონას" საფეხბურთო ფილოსოფია მსგავსია. სწორედ ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ჩამოაყალიბა ახალი ფორმაციის "აიაქსი" და კონკურენტუნარიან კლუბად აქცია. "ბლაუგრანასთვის" სამწუხაროდ, ტენ ჰაგმა "აიაქსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა, რაც მისი მოსვლის შანსებს ამცირებს.

ფრენკ რაიკაარდი

Mundo deportivo ფრენკ რაიკაარდს ერთ-ერთ ვარიანტად განიხილავდა. სწორედ მან მოაგებინა "ბარსელონას" მეორე ევროპული თასი. თუმცა ჰოლანდიელს 2013 წლის შემდეგ არცერთი გუნდი არ გაუწვრთნია.

იურგენ კლოპი

ლაპორტას იურგენ კლოპისადმი დიდი სიმპათიები აქვს. მით უმეტეს იმის ფონზე, რაც გერმანელმა "სპეციალისტმა" ლივერპულში გააკეთა. თუმცა კლოპი "ბარსელონას" სტილის მწვრთნელი არაა, ამათან მას მერსესაიდულ კლუბთან კონტრაქტიც აკავშირებს.

ანტონიო კონტე

ლაპორტას ალტერნატივათა სიას კი ანტონიო კონტე შეემატა. იტალიელმა სპეციალისტმა "ინტერი" მას შემდეგ დატოვა, რაც იტალიურ კლუბს 11-წლიანი პაუზის შემდეგ სერია A მოაგებინა. 

ლაპორტას ოცნება - პეპ გვარდიოლა

რომ შეეძლოს, ჟოან ლაპორტა დიდი სიამოვნებით დააბრუნებდა პეპ გვარდიოლას მშობლიურ კედლებში, თუმცა ესპანელი ახლა მთლიანად "მანჩესტერ სიტიზეა" გადართული და კარიერაში მესამე ჩემპიონთა ლიგის მოგებას ეცდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 28 მაისი 2021 17:36
    0
    ეს ხალხი არ განვიხილეთ უკვე? ეტყობა ახალი სეზონის დაწყებამდე ძალიან ბევრ(ძველ) ამბავს შევიტყობთ.
    Culé [?]
    #10 28 მაისი 2021 12:08
    2
    ფანების უმეტესობა მასე ამბობდა გვარდიოლაზეც და ენრიკეზეც როცა დანიშნეს , მასე იყო ფლიკის შემთხვევაშიც და ნაგელსმანი კაციშვილმა არ იცოდა ვინ იყო . ზვიგენებმა დაბადებიდან იციან ცურვა ! არც ენრიკეს გაუოცებია რომაელები და გვარდიოლაც ბ გუნდიდან მოვიდა , ისევე როგორც ფლიკი . ხოდა დატოვე ლაპორტ ეგ ხისთავა და ვუყუროთ ერთი წელი კიდევ იმას , თუ საჩემპიონო მატჩში , ერთი ადგილის კანკალით როგორ თამაშობს კუმანი და გრანადა , რომ უფრო მეტჯერ გირტყავს კარებში .
    Culé [?]
    #9 28 მაისი 2021 11:12
    1
    ხავის არ უნდა მოსვლა, რაიკარდი კაი ხანია აღარ მუშაობს მწვრთნელად,გვარდიოლა სიტიში რჩება, კლოპის ლივერპული ლიგაზე გავიდა და კლოპი არსად არ წავა, ტენ ჰააგმა უარი თქვა მოსვლაზე, რჩება არტეტა და კონტე. კონტეს რეალს უკავშირებენ, მისი სტილი მაურინიოსას გავს, და ბარსასგან სრულიად განსხვავდება. არტეტა რჩება ვარიანტად, , გვარდიოლას ასისტენტი იყო და ბევრი რამე ესმის. სხვა საკითხია შეიძლება კოლექტივი არ გაყვეს ბოლომდე, რადგან გუნდი ისევ ვეტერანებით არის სავსე. რაც შეხება კუმანს, ტაქტიკის არ ესმის, 1 სქემას ირჩევს და მიყვება, არ ცვლის სანამ არ მოიტეხავს კისერს. ვეტერანებს კვლავ ვერაფეი მოუხერხა, მაგრამა ხალგაზრდები დააწინაურა. დისციპლინა აქვს. კუმანის გაშვება 7.2 მილიონს პლიუს 5 მილიონი დაუჯდებათ როგორც დაწერეს, თან აქვს ბარსას ამის ფულიი? თურქული სერიალივით ჩავიხლართეთ .
    Culé [?]
    #8 28 მაისი 2021 10:48
    3
    არ მესმის ხავის რატომ არ უნდა მიეცეს შანსი პირდაპირ პირველი გუნდი ჩაიბაროს?ვისაც ჰგონია რომ არ აქვს საკმარისი გამოცდილება ხავის, დატოვოს მაშინ კუმანი შემოეცალა ლაპორტას მაინც ვარიანტები,რაც შეეხება ბარსა ბ ს ხავი ბარსა ბ ზე დროს არ დაკარგავს თანაც გახაანგრძლივა ალ სადთან.არ ჭირდება ამ ადამიანს გამოცდილების მიღება და ძალიან კარგად შეძლებს პირველი გუნდის გაწრთვნას და მწრთვნელობას.კუმანის მწვრთნელად დატოვება კიდევ ერთ წარუმატებელ სეზონს ნიშნავს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 28 მაისი 2021 03:40
    0
    კონტე არა მაურინიო კიდე. ჰააგი, კლოპი, გვარდი კარგია, მაგრამ სადაა.
    ჩავიზე თავს ვერ დავდებ, ჯერ გამოცდილება აკლია და არაბი მაჯახედები ვერ გახდება საზომი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 28 მაისი 2021 02:09
    2
    კლოპი დახატავდა ბარსას
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #5 28 მაისი 2021 01:27
    3
    რა არტეტა და კვარტეტა და კვინტეტა , რაც კუმანმა შედეგი დადო , ნებისმიერი მწვრთნელი იზავდა იგივეს , ამ აბდაუბდა ლა ლიგის სეზონში . ყველა იმას ითვლის , რეალმა და ბარსამ , ბოლომდე იბრძოლესო ? და ატლეტიკომ , რომ სი...ბები აკეთა და კარგა ქულები , ბოლო ტურებში , რამის იანვარში მოგებული ჩემპიონატი , რომ " დაძაბა " ვითომ , იმას არავინ ამბობს ! ბოლო ოთხი ტურის ტრანსლაციებით , ლა ლიგამ რამხელა თანხა ამოარტყა , ეგ არის საინტერესო . მასეთ სეზონებს კი არა , ვალვერდე რამის წაუგებლად იგებდა ჩემპიონატებს იმ დროს , ზიზუ რომ პერესის ჩემპიონთა ლიგებს იგებდა , თუმცა არც ვალვერდე არ მოგვწონდა ( მეც სხვათაშორის) . სხვა რისკი და ხელწერა უნდა ქონდეს , ზოგადად გრანდის მწვრთნელს , არა აქვს არც კუმანს , არც არტეტას , რაიკარდი წარსულია , კონტე სიმეონეზე დიდი ავტობუსის მძღოლია . რატო ხავი ? იმიტომ , რომ ხედვა აქვს და ფილოსოფია საფეხბურთო , თავისი ხელწერა და არ შეადაროთ პირლოს . ყველა მწვრთნელის შედეგი თუ იგივე უნდა იყოს , მაშინ უსიტყვოდ ხავი მირჩევნია ყველას .
    Culé [?]
    #4 28 მაისი 2021 00:55
    0
    ციტატა: Konrad de la Fuente
    ციტატა: Clever liar
    არტეტა ან ჰააგი. კლოპი ამ ფეხბურთელებში ვერ დაალაგებს სიტუაციას გამორიცხულია..

    არსენალი ხო ააყვავა, ახლა ჩვენი დროა?

    ბარსა ბეს მწვრთნელში ამრევია, რაის არსენალი კაცო :D
    Konrad de la Fuente
    სტუმარი [?]
    #3 28 მაისი 2021 00:48
    1
    ციტატა: Clever liar
    არტეტა ან ჰააგი. კლოპი ამ ფეხბურთელებში ვერ დაალაგებს სიტუაციას გამორიცხულია..

    არსენალი ხო ააყვავა, ახლა ჩვენი დროა?
    Culé [?]
    #2 28 მაისი 2021 00:45
    0
    არტეტა ან ჰააგი. კლოპი ამ ფეხბურთელებში ვერ დაალაგებს სიტუაციას გამორიცხულია..
    Culé [?]
    #1 28 მაისი 2021 00:24
    2
    ჩამოთვლილიდან არტეტას და რაიკაარდის გარდა ყველა უარზეა. ჯერ არაფერი დაწერილა მარა კონტეც უარზეც იქნება და მგონი ამ სამს ისევ კუმანი დატოვონ ჯობს.