ლაპორტას გვარდიოლას დაბრუნება სურს - ბარსას მწვრთნელობის ვარიანტები ნელ-ნელა ხელიდან ეცლება

ლაპორტას გვარდიოლას დაბრუნება სურს - ბარსას მწვრთნელობის ვარიანტები ნელ-ნელა ხელიდან ეცლება

კატალონიის "ბარსელონას" პოტენციური ახალი მწვრთნელის ვინაობა, ჯერჯერობით, კვლავ უცნობია. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ჟოან ლაპორტას ყველაზე მეტად პეპ გვარდიოლას დაბრუნება სურს, თუმცა ეს ოპერაცია ამ დროისათვის, განუხორციელებელია. 

პეპს "მანჩესტერ სიტისთან" კიდევ 2-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს, ამასთან, კარგი შემადგენლობა ჰყავს და კლუბში უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობა აქვს.

მორიგი ვარიანტი ჰანსი ფლიკი იყო, რომელმაც გერმანიის ნაკრებთან კონტრაქტს ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერა. 

რაც შეეხება ნაგელსმანს, მან "ბაიერნი" ჩაიბარა, ხოლო იურგენ კლოპი აცხადებს, რომ "ლივერპულში" ხელშეკრულების დასრულებამდე (2024) ყოფნა სურს.

"ბარსას" რობერტ მარტინესსაც უკავშირებდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში მას "ტოტენჰემთან" უფრო ხშირად ახსენებენ. 

რა თქმა უნდა, არსებობს ჩავი ერნანდესის ვარიანტიც, რომელიც ამჟამად "ბარსელონასათვის" პრიორიტეტი არ არის.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 24 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #24 26 მაისი 2021 18:30
    0
    - წინააღმდეგი ვარ დაჯვუფებების და 8 ჰოლანდიელის მაგაზე ვერ შეგედავები თავის დროზე არ მოიტანა მაგაან კარგი შედეგი . ))))Barca for life,
    -რეალის წარმატებაზე მაშინ შეგვიძილა
    ვილაპრაკოთ როცა ჩემპიონი ხდება გუნდი ერთი ადგილით წინ გასვლა არაფერია .
    -ოკ წავიდეს კუმანი , ვინ გესახება შემცვლელად მთლად ვალვერდე სეტიენის თემა რო არ გათამაშდეს .
    პავლოვიჩი56
    სტუმარი [?]
    #23 26 მაისი 2021 16:07
    0
    წლებია სულ ცუდი ამბებია ბარსას მიმართებაში და ერთი მოულოდნელი სიხარული არა?! stuck_out_tongue_winking_eye
    საიტის ლეგენდა  [?]
    #22 26 მაისი 2021 15:07
    0
    ციტატა: MARI=BARCA-fan
    ციტატა: M10 S9 D11
    დანიშნეთ პიმიენტა ბიჭო

    პიმიენტამ ბარსა "B" ვერ ამოიყვანა ზედა დივიზიონში და პირველ გუნდს რაღას ანდობენ/!!!

    იმათმა პენალტები გამაზეს რა მაგის ბრალია მერე კიდე ერთი კოლადო ყავს წესიერი გუნდში რა უნდა გააკეთოს მეტი მაგ კაცმა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #21 26 მაისი 2021 14:56
    2
    1994 წლის შემდეგ ბარსელონას გულშემატკივარი ვარ და ამ გუნდის ბევრი დაღმასვლა და ბევრი აღზევება მინახია.... ეს არის გუნდი რომელსაც აქვს თავისი პრინციპები და ეს არ ეკუთვნის არც ბართლლომეუს არც ლაპორტას და არცერთ ფეხბურთელს რაც არუნდა მოხდეს ( არც მესის როგორ პატივსაც არუ და ვცემდეთ თვითოეული ჩვენთაგანი ) თაობათა ცვლა ყოველთვის მტკივნეული თემაა ყველა გუნდისთვის და არც ჩვენ ვართ გამონაკლისები სამწუხაროდ. რას ვიზავთ ლა მასია სულ ახალგაზრდა მესის პუიოლს ხავის და ინიესტას მაგვარ პტოდუკტს ვერ მოგვაწვდის თუმცა რა თქმა უნდა ვეთანხმები იმ აზრს რომ კუმანი არ არის ის და ვერც ვერასოდეს ვერ იქნება ამ გუნდის წინამძღოლი მისი სათამაშო ინტელეკტისა და მენტალიტეტის გამო, მაგრამ მისი გაშვებით ამ კონკრეტულ ეტაპზე როდესაც გვირაბის ბოლოს შუქი კი არა ანარეკლიც კი არ ჩანს რომ მასზე უკეთესი მწვრთნელი მოიყვანონ ვერ ვხედავ... დღეს თითზე ჩამოსათვლელი მწვრთნელებიდან ყველას მინიმუმ 2 წელზე მეტი კონტრაკტები აკავშირებთ თავიანთ გუნდებთან.... და ბოლოს, ჩვენი გუნდის უმთავრესი პრობლემა არის და იქნება დაცვის ხაზი. ერთადერთ პერიოდს გამოვყოფ ჩემი ამ გუნდის გულშემატკივრობის პერიოდიდან როდესაც პუიოლი და რაფა მარკესი ჩადიოდნენ სიგიჟეებს და მარკესის მერე პიკე იყო. ზოგი წავიდა ზოგი დაბერდა და არ აღიარებს და ზოგიც უინტელეკტო მცველია... ესეც ამ ყველაფრის რეზიუმე რაც დღეს ჩვენს თავს ხდება. გული მტკივა როდესაც ჩემს შვილს ვუნერგავ ამ გუნდის სიყვარულს და ბოლო წლებია ამ გუნდის წარაულის ანარეკლზე მიწევს მოყოლა მისთვის და ძველი მომენტების ჩვენება... ისიც ჩემსავით ნერვიულობს მაგრამ როგორც ჩანს დღესდღეობით ამ კრიზისის ფონზე სხვა გამოსავალი არ არის გარდა ერთისა დაველოდოთ მომდევნო აღმასვლას!!! ვისკა ბარსა!!!! პ.ს. დაიმახსოვრეთ ჩვენ სულ მალე დავბრუნდებით
    MARI=BARCA-fan
    სტუმარი [?]
    #20 26 მაისი 2021 14:55
    0
    ციტატა: M10 S9 D11
    დანიშნეთ პიმიენტა ბიჭო

    პიმიენტამ ბარსა "B" ვერ ამოიყვანა ზედა დივიზიონში და პირველ გუნდს რაღას ანდობენ/!!!
    Culé [?]
    #19 26 მაისი 2021 14:10
    2
    -რეალმა ტიტული მოიგო წელს გთხოვ ეგ შემხსენე 😉 Barca for life
    - მოდი ერთ რამეზე შევთანხმეთ ისეთი არეულობა იყო კუმანი ვერვის გაუშვებდა და ვერ მოიყვანდა .სუარესი ხელმძღვანელობამ გაუშვა ფინანსური კრიზის გამო ხელფასებს ვეღარ იხდიდენ .
    -ფაქტი არი 8-2 ის მერე გუნდს გადახალისება ჭირდებოდა და არა სუარეის გაშვებით რა თქმა უნდა მარა მინგესას ამოწევა დაცვას ვერ უშველიდა .
    - შეცდომებს რაც შეეხება რა ქნას მწვრთნელმა როცა ერთი ლენგლე ყავს და გადამწყვეტ მომენტში ხან პენალს იკიდებს ხან საკუთარ კარში იტანს ხან რეგვენულად ტყუვდება ?!
    - მე კუმანის მოყვანის წინააღმდეგი ვიყავი არაა საუბარი არი საშუალო დონის მწვრთნელი , მარა
    მაგის ბრალი წლევანდელ ფიასკოში არის 1/4 ეგ არი და ეგ .
    - პიანიჩი ვერ მოერგო და ვერც მოერგება ბარსელონას მაგის არი ბაიერნი და იმედია წიყვანენ .
    - რომელი ძველი გარდია დაშალა ? სუარესი ოკ ! დანარჩენი რომელ გავრდიაზეა საუბარი იქნებ შემახსნო ?
    Culé [?]
    #18 26 მაისი 2021 13:30
    2
    ლაპორტამ ისეთი დემბელე განცხადებები აკეთა რომ მოდიოდა, ვიცოდი რო ბერნაბეუს თავზე მისი გამოკიდებული პლაკატის გარდა არაფერი ქონდა სარფიანი მოგვარებული, მარა იმედი მაინც ვეებერთელა მქონდა ამ გულში ჩასახული, ახლა ის იმედიც ტყლაშაან და ეს ყველაფერი სეზონის დაწყებამდე :))
    Culé [?]
    #17 26 მაისი 2021 13:10
    0
    ლიოვი ლიოვიი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #16 26 მაისი 2021 13:01
    0
    დანიშნეთ პიმიენტა ბიჭო
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #15 26 მაისი 2021 12:54
    2
    ციტატა: Barca for life
    ოღონდ კუმანი მოვიშოროთ და ვინც უნდათ ის მოუყვანიათ.
    რომ იძახით ფეხბურთელები არ უყიდესო. გეგონება მწვრთნელი გუნდში რომ მიდის გუნდი უნდა მოერგოს მწვრთნელს და არა პირიქით. ვინც დახვდა რა დავიჯერო გრანადაზე, სელტაზე, ლევანტეზე და კადისზე უკეთესი არ იყო?! გინდა იუვეზე, რეალზე და ა.შ.
    კაი მაგას თავი დავანებოთ, პროგრესი რა არის ამ ერთი წლის შემდეგ? ვინ განვითარდა? რა მოხდა გარდა ფანების ნერვების გლეჯვისა?
    ტრანსფერებს რაც შეეხება, აქ მაინცაა ნათელი ყველაფერი: ადამიანმა მოსვლამდეც კი ამჯობინა სუარესს დეპაი და ისე გაუშვა ის საწყალი რომ ეს გაფორმებული ჯერ არ ყავდა, არა სუას რომ დეპაის ამჯობინებ ეს ნორმალურია? ან ახლა აგუერო რომ მოგვყავს ამის ფონეზე? მაგრამ ყველაზე მაგარი ისაა ბრაიტას რომ აცვია 9 ნომერი.
    არ მოუყვანესო! არ მოუყვანესო ისე ამბობთ გეგონება უკეთესი მოყავდა ანდაც ახლა მოჰყავთ.
    ახლა ვისაც იფორმებენ უფასოდ რეალურად სკამის ფეხბურთელები არიან, არცერთი არაა განსანვითარებლად.
    დაცვის გაძლიერებაზე არაფერი იწერება, შეტევაში ხო გავძლიერდით რას ამბობ, გრიზმანზე მაგარი არის რომელიმე რომ ამოაგდონ? მთლად ბუსისაც ვერ ამოაგდებს ვეინალდუმი და თუ ამოაგდებს მეეჭვება მაგან ისეთივე პასები არიგოს. ტრანსფერებს ნუ ელითო გუნდი ნეხვშია და კოტრდებაო, კი მარა 500მლ ვალს რომ იღებ და აქ 14 ფეხბურთელს რომ ყიდი რაც 200 მილიონამდე მაინც ავა, მეუბნები რო ყველაფერი ვალებში წავა? თუ ლაპორტას ჯიბეში ბართომეუსავით. ის 500 მთლიანად რომ მოხმარდეს იმ ვალებს და ეს 200 რომ მოვიხმაროთ ეგეც არაა ურიგო, მაგრამ არაა კუმანი გამომყენებელი. ღადაობა ისაა რომ დღევანდელ კლანებზე ვსაუბრობთ და დაშლას ვუპირებთ, აი კუმანს რომ მოჰყავს თავისი ჰოლანდიელი ბიჭები ეგ არაფერი ხომ? მაგათ იქეთ ვის დაადო ხელი? რომელი ტოპ ტრანსფერი მოითხოვა? ცოტა ლიგიკაში მაინც რომ იჯდეს, წამოსცდომოდა მაინც ჰოლანდი მინდაო, კეინი, დე ლიხტი, კანტე... ვინმეზე ეთქვა რო აი ამ დონის ფეხბურთელი მჭირდებაო რო ელემენტარული გვცოდნოდა ამ ზაფხულს მაინც უნდა გაძლიერება და მომავალი წლისთვის მოხოდილია თქო, არა! გამოვა მერე შუა სეზონში და გეტყვის, მესამეზეც რომ ვართ ძაან მაგარია და ჩემთვის ტიტულის აღება არავის მოუთხოვიაო.
    მოკლედ ამ კაცს მარტო თავის მართლება უყვარს და არაა საქმის გამკეთებელი, თორე გუნდი ასეც არ ჩაისვრიდა წელს, ვინმე სხვა მწვრთნელი რომ მოიყვანონ ელემენტარული იმის იმედი მაინც გვექნება რომ რამეს იზამს, თორე ამის დატოვებით ეგ იმედიც აღარ იარსებებს.
    ზუსტადაც რომ არტეტას და სეტიენის დონისაა, კაცი საშუალი გუნდებიდან გამოაგდეს, რითი ჯობია ახლა იმათ?!

    ეგ ყველაფერი რაც დაწერე ყველამ კარგად ვიცით და შენი გულის ტკივილიც ნათელია ისევე როგორც თვითოეული ჩვენთაგანის თუმცა გამოსავალს რაში ხედავ? კუმანის წასვლა კაი გაუშვეს და შემდეგ ვინ უნდა მოიყვანონ? ან რომელ ტრანსფერებზე ლაპარაკობ რომელ ჰალანდზე რაიოლას და მამამისის გამილიონერება რომ უნდა მაგას მოიყვანენ? კანტეს ვინ გამოგვატანს ან დელიხტს? მაგ უკანასკნელს ბარსა რომ სზდომოდა აწ წამოვიდოდა და არა იუვეში. ეგ ყველაფერი ბრალდებებია რასაც ჩვენ ვწერთ და კლანებს რაც შეეხება არც პირველია და არც უკანასკნელი რომ ფეხბურთი მილუონერების და მილიარდერების გასართობ თოჯინად გადაიქცა და სამწუხაროდ უკან და უკან მიდის სანახაობრივი მხარე და ჯერ კიდე სად ვართ.....
    Culé [?]
    #14 26 მაისი 2021 12:38
    2
    ხოდა , როცა მწვრთნელებია უმეტესობას მოქმედი კონტრაქტები აქვს , ხავი აგრძელებს კონტრაქტს , სადაც შავით-თეთრზე წერია , რომ ბარსელონას შეთავაზების შემთხვევაში შეუძლია გაწყვიტოს ! ჩვენ გვჭირდება სულით და გულით კულეე , რომელიც გუნდისათვის ყველაფერს გაიღებს და სწორიც თქვა თუ სტაფში თავისი კაცი უნდა რომ ჩასვას , უნდა იცოდეს ტრანსფერებზე რა ხდება , მასე იყო გვარდიოლაც , აბა ვინ უნდა გადაწყვიტოს გუნდი სად საჭიროებს გაძლიერებას ? მენეჯერმა ?
    Culé [?]
    #13 26 მაისი 2021 12:37
    1
    - სუუარესი ბართლომეუმ გაუშვა !Barca for life,
    - ჰოლანილები უფასოდ მოდიან !
    - კუმანი გასაშვებია შედეგებიდან გამომდიანრე მარა ვაის გავეყაროთ და ვიუ მოიყვანონ ?
    - ბარსელონას დონის გუნდისთვუს დამღუპველია ყველ წელს მწრთნელის ცვლა .
    - მესის როგორც იქნა შეეგუუა კუმანს გვაწყობს ეხლა კიდე ვიღას სხვა ახალი შესაგუებელი ტიპი ?!
    - ფაქტია სეზონი დაცვის გარეშე გააატარა გუნდმა !
    - ვერ მოიყხოვა ახალი ფეხბუთელები იმიტო რო აზრი არ ქონდა ეგ არი და ეგ !
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 26 მაისი 2021 12:37
    0
    ისე ქეცბაია რო ეცადათ ან არველაძე? ესენი მაგარი ""ტრენერები" დადგნენ რაღაც ტიტულებს პასტაიანად იგებენ.
    Culé [?]
    #11 26 მაისი 2021 12:24
    0
    ჯერ მთავარია კუმანი მოიშოროს,გვარდიოლას სიტისთან ორწლიანი კონტრაქტი რომ აქვს როგორ დაბრუნდება? როგორ აპირებს ლაპორტა მის დაბრუნებას საინტერესოა ან აწყობილი გუნდიდან,არც მესმის დალაგებული სიტუაციიდან ბარსელონას არეულ დაულაგებელ სიტუაციაში რატომ უნდა დაბრუნდეს? ვერაფერს შესთავაზებს ლაპორტა ისეთ განსაკუთრებულს რომ ღირდეს ბარსელონაში დაბრუნება.
    GiorgiGabe99
    სტუმარი [?]
    #10 26 მაისი 2021 12:10
    0
    აუ იქნებ მოხდეს სასწაული და პეპის გუნდისადმი სიყვარულმა გადააწყვეტინოს დაბრუნება
    Diana
    სტუმარი [?]
    #9 26 მაისი 2021 12:01
    0
    Tsitsi,
    ნამდვილად , თან ყველა სასურველ მწვრთნელს კონტრაქტი აქვს
    Culé [?]
    #8 26 მაისი 2021 11:59
    4
    აქ ზოგ ზოგიერთებს გუნდის აწყობა პესის ლეგენდის ან მასტერ ლიგის თამაში ხომ არ გგონიათ? გუნდი ვალებში იხრჩობა რომელ ტრანფერებზე მელაპარაკებით? ვერ ხედავთ ესეც და რეალიც უფასო ფეხბურთელების დამატებით რომ არიან დაკავებულები? და კიდევ ვეინალდუმს რას ერჩით? ილოცეთ რო გადმოვიდეს მისი ფასი გუნდში დღეს ნახევარდაცვაში არ გვყავს... ეხლა არ მითხრათ დეიონგიო... კუმანს რაც შეეხება მეც ვარ მომხრე მისი წასვლის მაგრამ არა ყველაფრის ფასად და თუნდაც იმის ფასად რომ ახალი მენახირე მოიყვანონ... თუ მასზე უკეთესი ვერ მოგვყავს უარესებზე დროის ხარჯვა და გუნდის კიდევ უარესად გაფარჩაკება საერთოდ დამღუპველია... აგერ მოუყვანონ დეპაი ვეინალდუმი რასაც ითხოვდა და ვნახოთ. მცველიც გარსია მოიხოდება არაუხოსთან ერთად იმედია და კიდევ ემერსონის დაბრუნებას მივესალმები მარჯვენა ფლანგზე კონკურენცია შედეგის მომტანია. და გასაშვები ხალხი დროულად უნდა წავიდნენ.....
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 26 მაისი 2021 11:59
    1
    მე ვიქნები მწვრთნელი მე!!!ოღონდ კუმანი არ დარჩეს.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    ალექსანდრე გეგეჭკორი
    სტუმარი [?]
    #6 26 მაისი 2021 11:55
    0
    fcbmaniacofalltime,
    ლენგლე არავის უნდა და რა ქნას,რობერტოსაც გაყიდის,აცადეთ სატრანსფერო ფანჯრის გახსნა😐კუმანის გარდა კიდე ვის უნდა მოსვლა თქვი და მოგიყვანს ლაპორტა,ამის გაშვება და მერე უმწვრთნელოდ ყოფნა არავის არ გვაწყობს
    რედაქტორი [?]
    #5 26 მაისი 2021 11:55
    1
    ციტატა: Diana
    Tsitsi,
    ანუ შეგვრჩა ფაქტობრივად კუმანი ?

    smirk მე ასე მგონია... არავის არ უნდა ასეთ სიტუაციაში მოსვლა