"ბარსელონა" ემერიკ ლაპორტით ინტერესდება
"ბარსელონამ "მანჩესტერ სიტის" კიდევ ერთ ფეხბურთელს დაადგა თვალი.
El Chiringuito TV-ის ჟურნალისტის, ხოსე ალვარეს ჰაიას ინფორმაციით, საუბარია "ქალაქელთა" ცენტრალურ მცველზე, ემერიკ ლაპორტზე, რომელიც მცირე სათამაშო პრაქტიკის გამო ინგლისურ კლუბში თავს ბედნიერად არ გრძნობს და მზად იქნება გუნდი დატოვოს.
"ბარსელონას" 27 წლის ფრანგი უკანახაზელი ძალიან მოსწონს, მაგრამ მის გასაფორმებლად კატალონიელებმა სხვა ფორმულა უნდა იპოვონ.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ მიუხედევად იმისა, რომ ლაპორტი ფრანგია, მან ესპანეთის ნაკრებში თამაშის უფლება მიიღო და ევროპის ჩემპიონატზე "ფურია როხას" ღირსებას დაიცავს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]