ოფიციალურად: ერიკ გარსია ბარსელონას ფეხბურთელია
20 წლის ესპანელი მცველი, ერიკ გარსია "ბარსელონას" ფეხბურთელია - აღნიშნულ ინფორმაციას კატალონიელთა ოფიციალური საიტი ადასტურებს.
ახალგაზრდა უკანახაზელი, რომელიც "მანჩესტერ სიტიდან" "ბარსაში" თავისუფალი აგენტის სტატუსით ბრუნდება.
კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი გამოსასყიდი თანხა კი 400 მილიონი ევრო იქნება.
რაც შეეხება პრეზენტაციის დეტალებს: თბილსიის დროით 15:15 საათზე გარსია კონტრაქტს ხელს მოაწერს. 16:00 საათზე "კამპ ნოუზე" ფოტოსესია გაიმართება. 16:30 საათზე კი "აუდიტორია 1899-ში" ერიკი პრესკონფერენციაზე გამოვა.
Home is where the heart is. pic.twitter.com/FQRV2L4n4R
— FC Barcelona (@FCBarcelona) June 1, 2021
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]