ცნობილია, რამდენს გამოიმუშავებს აგუერო ბარსელონაში

ცნობილია, რამდენს გამოიმუშავებს აგუერო ბარსელონაში

33 წლის არგენტინელი თავდამსხმელის, სერხიო აგუეროს "ბარსელონასთან" კონტრაქტის ფინანსური დეტალები ცნობილი გახდა.

Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის, ფერნანდო პოლოს ინფორმაციით, აგუეროს ხელფასი "ბარსაში" წელიწადში 6 მილიონი ევრო იქნება. ეს გაცილებით ნაკლებია იმ ანაზღაურებაზე, რაც სამხრეთ ამერიკელ ვარსკვლავს "მანჩესტერ სიტიში" ჰქონდა. სერხიო ინგლისურ კლუბში წლიურად 23 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა.

იმავე წყაროს ცნობით, აგუეროს ხელფასი, შესაძლოა, გაიზარდოს, თუ იგი ტიტულებს მოიგებს და "ბლაუგრანას" მაისურით თავს კარგად წარმოაჩნეს.

იგივე წყარო იტყობინება, რომ არგენტინელ შემტევს "იუვენტუსისგან" ფინანსურად მიმზიდველი შეთავაზება ჰქონდა, მაგრამ მან ტურინული გრანდი უარით გაისტუმრა. აგუეროს ოცნება "ბარსელონაში" თამაში იყო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 2 ივნისი 2021 12:39
    4
    სულ 12 მილიონი ჯდება ამისი ტრანსფერი, 2 წლიანი არაა? + ბონუსები კი ბატონო, ალბათ 15-16 მდე გაიზრდება ხომ?! ამას ქვია ნაჩუქარი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 2 ივნისი 2021 12:30
    2
    წარმატებები აგუეროს. ტრავმით დაიტრავმება მთავარია ბევრი არ გაუცდეს
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 2 ივნისი 2021 12:21
    1
    სერხიო ინგლისურ კლუბში წლიურად 23 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა.
    აი იმ 23 მილიონს რო ვერ გამოიმუშავებდა, იმიტომ გამოუშვეს. ბარსაში კი 6 მილიონს ნამდვილად გამოიმუშავებს. აქ დემბელე და გრიზმანი "გამოიმუშავებენ" 12-12 მილიონს და აგუეროს ისე როგორ გაუწყრება ღმერთი მაგათი გაკეთებულის ნახევარი ვერ გააკეთოს.
    საერთოდ როცა ვწერთ კონტრაქტით "გამოიმუშავებსო" არა მგონია სწორი აზრი იყოს, კონტრაქტით ის ამ ხელფასს იღებს, მაგრამ რამდენად დამსახურებულად ესაა საკითხავი.
    ვინმეს სჯერავს, რომ დემბელემ ამ 4 სეზონში თითქმის 50 მილიონი "გამოიმუშავა" როცა აქედან მინიმუმ ნახევარი დრო ჰოსპიტლებში კოტრიალობდა.
    გამოიმუშავებს მუშა ქარხანაში, რომელმაც თუ რამდენიღაცა დეტალი არ გააკეთა ვერაფერს ვერ გამოიმუშავებს.

    ციტატა: La Pulga10
    Visca el barca,
    1.აგუეროოოოოოა,2.მესის დარჩენა უეჭველია,3.უფასოდ მოვიდა ტოპ კლასის 9,რომელიც ზამენაზეც თანახმაა და 4.უკეთესს უფასოდ ვის მოიყვანდნენ შეტევაში

    არ მინდა შევცდე, მაგრამ ალბათ სუარესს disappointed_relieved
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 2 ივნისი 2021 12:02
    2
    წარმატებები მისურვებია სერხიო ტრავმების გარეშე.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 2 ივნისი 2021 11:59
    4
    Visca el barca,
    1.აგუეროოოოოოა,2.მესის დარჩენა უეჭველია,3.უფასოდ მოვიდა ტოპ კლასის 9,რომელიც ზამენაზეც თანახმაა და 4.უკეთესს უფასოდ ვის მოიყვანდნენ შეტევაში
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 2 ივნისი 2021 11:59
    5
    ანჩელოტის დამსახურებებით დავინტერესდი და ეს ამოვქექე.
    პირველი ვინც გაწვრთნა იყო რეჯინა, რომელიც სერია A-ში კი არა B-შიც ვერ ვიპოვე და ამიტომ არც ღირს ამის განხილვა.
    1996-98 პარმა. 2 ადგილი, 6 ადგილი.
    1999-01 იუვენტუსი. 2-2 ადგილი.
    2001-09 მილანი. 2003-2007 ჩ. ლიგა. სერია A. 4-3-1-2-3-4-5-3 ადგილები. (ვარსკვლავებით დახუნძლული მილანი)
    2009-11 ჩელსი. 1-2 ადგილი.
    2011-13 პსჟ. 2-1 ადგილი.
    2013-15 რეალი. 2014 ჩ. ლიგა. ლა ლიგა 3-2 ადგილი.
    2016-17 ბაიერნი. 1 ( ბაიერნი ბუნდესლიგას მწვრთნელის გარეშეც მოიგებს)
    2018-19 ნაპოლი. 2 ადგილი.
    2019-21 ევერტონი. 12-10 ადგილი.
    აქ არის მითითებული მარტო შიდა ჩემპიონატები და ჩემპიონთა ლიგა. თუმცა რეალში მოიგო, კოპა დელ რეი, უეფას სუპერ თასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.
    დამატებით დროში რამოსის მიერ გატანილი გოლი, რომ არა ჩ. ლიგას ატლეტიკო მოიგებდა, მსოფლის საკლუბოს კი სულ ევროპის გუნდი იგებს და ამითი ვერავის გააკვირვებ. აქ არცერთი გუნდი არაა, სადაც მეორედ დაბრუნდა, გარდა რეალისა. რეალი ხომ სამეფო გუნდია, ეს ხომ ოცნების ასრულებაა. მერე რა რომ გაგაგდეს ჩმორივით, მაგრამ ეს ხომ რეალია, თავმოყვარეობის დედაც ერთი.
    ცნობისათვის ანჩელოტის მილანიც ეპატიჟებოდა. ეს ის კლუბია, სადაც 5 წელი ფეხბურთს თამაშობდა, მაგრამ არ წავიდა.
    მეორედ მობრუნებული რეალში რას მოიგებს ამას მომავალი გვიჩვენებს, იმედია შანდალას.
    Diana
    სტუმარი [?]
    #3 2 ივნისი 2021 11:56
    5
    ფულს არაა დახამებული ეს უკვე კარგია ❤
    Culé [?]
    #2 2 ივნისი 2021 11:51
    1
    ივნისში 33-ის იქნება რა აზრი ჰქონდა ამის მოყვანას...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 2 ივნისი 2021 11:43
    5
    დაიმსახურებს რასაც გადაუხდიან დარწმუნებული ვარ❤️
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"