სერხიო აგუერო ხელფასის შესამცირებლად მზადაა
"მანჩესტერ სიტის" 32 წლის თავდამსხმელ სერხიო აგუეროს "ბარსელონაში" გადმოსვლა უნდა და ამისთვის იგი მზადაა, ხელფასი შეიმციროს.
ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, არგენტინელი შემტევის წარმომადგენლები "ბარსას" კიდევ ერთხელ დაუკავშირდნენ და შეატყობინეს, რომ ფეხბურთელი მზადაა, ხელფასი შეიმციროს, რათა ტრანსფერის განხორციელება შესაძლებელი გახდეს.
იმავე წყაროს ცნობით, "ბარსელონა" აგუეროსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას სეზონის ბოლოს მიიღებს.
აგუეროს, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება, კატალონიურ კლუბს უკვე დიდი ხანია უკავშირებენ. გავრცელებული ინფორმაციით, სერხიოს მიზანი "ბლაუგრანაში" მის მეგობარ ლიონელ მესისთან ერთად თამაშია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]