ლეო მესი: ''ბარსა'' ჩემს მეორე ოჯახს ჰგავს''
არგენტინელი ფორვარდი, ლეო მესი არ მალავს მის უდიდეს სიყვარულს ''ბარსელონას'' მიმართ და ''ბარსას'' იგი თავის მეორე ოჯახად თვლის.
'' ბარსა'' ჩემი მეორე ოჯახია, რადგან ამ კლუბმა მე ნდობა გამომიცხადა და სწორედ ''ბლაუგრანას'' დამსახურებაა, რაც ახლა ვარ. მე აქ ძალიან ახალგაზრდა, სულ რაღაც 13 წლის ჩამოვედი და თავიდან თავის დამკვიდრება ძალიან გამიჭირდა. განვიცდიდი როსარიოს დატოვებას. სწორედ ''ბარსელონას'' დამსახურებაა მე, რომ როსარიოს დავიწყება შევძელი, მადლობა კლუბს ამისთვის''.
როგორც იცით მესი გამუდმებით იძახის, რომ იგი კლუბს არასოდეს დატოვებს. '' დიახ. ჩემი დიდი სურვილია კარიერა აქ დავასრულო. ვიცი, ფეხბურთი ისეთი რამაა, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ გულწრფელად ვამბობ, სხვა კლუბში ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია. ''ბარსელონა'' ჩემი ”დნმ'-ია'”.
მესის სწორედ კატალონიური კლუბი დაუდგა გვერდში კრიტიკულ მომენტში, როცა მას პატარაობისას სერიოზული დაავადება აღმოუჩინეს: '' თუ ისინი ამას არ გააკეთებდნენ ახლა მე ამ ინტერვიუს ვერ მოგცემდით''. განაცხადა ლეო მესიმ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]