Puma ბარსელონასთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს
ARAesport-ის ინფორმაციით, გერმანული კორპორაცია, Puma "ბარსელონას" სპონსორობის სურვილს გამოთქვამს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ზემოხსენებული კომპანიის კონკურენტთან, Nike-თან "ლურჯ-ბროწეულისფერები" 1998 წლიდან თანამშრომლობენ. ამჟამინდელი კონტრაქტი 2026 წლამდეა გათვლილი.
ნახსენები წყაროს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებაში ჯერ კიდევ 5 წელია დარჩენილი, მხარეებს შეხვედრა სურთ.
ამჟამად Nike "ბლაუგრანას" წლიურად 105 მილიონ ევროს უხდის. ეს რაოდენობა, შესაძლოა, 155 მილიონამდე გაიზარდოს, თუმცა კლუბს პირობების კიდევ ერთხელ გადახედვა სურს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]