ფაბრიციო რომანო: ტერ შტეგენი ბარსაში რჩება
იტალიელმა სატრანსფერო ექსპერტმა, ფაბრიციო რომანომ ჯანლუიჯი დონარუმასა და პსჟ-ს საერთო ინტერესებზე განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ პარიზული გრანდი ჯიჯიოს დამატებასთან ძალიან ახლოსაა.
მიუხედავად იმისა, რომ დონარუმას შეძენა თავდაპირველად კატალონიელებსა და ტურინელებსაც სურდათ, ახლა "პარი სენ-ჟერმენს" კონკურენტი არ ჰყავს. შესაბამისად, ისევე როგორც ტერ შტეგენი, ვოიცეხ შესნიც ამჟამინდელ კლუბში რჩება და მომდევნო სეზონშიც ორივე მეკარე საკუთარი გუნდის კარს ისევ პირველ ნომრად დაიცავს.
მას შემდეგ რაც "მილანმა" "ლილიდან" მაიკ მენიო დაიმატა, დონარუმას წასვლაზე საუბრები განსაკუთრებით გამძაფრდა. დაიწერა კიდეც, რომ თითქოს ტერ შტეგენს "ბარსა" ტრანსფერზეც დააყენებდა, თუმცა ახლა მთავარი პრობლემა, რაც "ბლაუგრანას" უშუალოდ მეკარის პოზიციაზე აქვს, გერმანელის ოპერაციისშემდგომი რეაბლიტაციის პროცესი და მისი დაბრუნებაა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]