ჟორდი ალბას ინტერვიუ | Radio Marca
სერხიო ბუსკეტსის კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ "ფურია როხას" ახალმა კაპიტანმა, ჟორდი ალბამ Radio Marca-სთან ინტერვიუ ჩაწერა.
ჟორდიმ ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში არსებულ მდგომარეობასა და "ბარსელონაში" განხორციელებულ ტრანსფერებზე ისაუბრა.
"კაპიტნის სამკლაურის ტარება არ მზაფრავს. პირიქით, ეს სიამაყეს მმატებს. ეროვნული ნაკრების კაპიტნობა უდიდესი პატივია, იმისდა მიუხედავად, რომ ეს გარკვეული დაუგეგმავი მიზეზების გამო მოხდა. როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, რამოსი და ბუსკეტსი მეხმარებოდნენ ხოლმე, ახლა თავადაც შევეცდები იმავეს გაკეთებას."
"ნაკრებში ბევრი გასაოცარი ნიჭის მქონე ახალგაზრდა და მათზე შედარებით გამოცდილი მოთამაშეა. ისინი ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები არიან. ევროპის ჩემპიონატის მოსაგებად ერთმანეთის მიმართ დადებითად განწყობილი ადამიანების ყოლაა საჭირო."
"ბუსკეტსის სახლში დროებით წასვლა არ გაგვკვირვებია. ჩვენ ყველა წესსა და რეგულაციას ვიცავთ, რითაც ინფიცირებისაგან თავის არიდებას მაქსიმალურად ვცდილობთ. ბუსკეტსის ამბავი ჩვენთვის არასასიამოვნო იყო. მიუხედავად ამისა, ის როგორც შეგვეძლო გავამხნევეთ და მალე დაბრუნება ვუსურვეთ."
"ბევრი ისეთი რამ არსებობს, რაც ჩვენზე არაა დამოკიდებული და ამას ბოლომდე ვერც თავად ვიაზრებთ. ბუსკეტსი მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველია, ის უბრალოდ შეუცვლელი და შეუდარებელი ფიგურაა. ხალხის აზრით, მძიმე მდგომარეობაში ვართ, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის ამაზე სასაუბრო მიზეზი საერთოდ არ დავტოვოთ."
"ლუის ენრიკესთან მშვენიერი ურთიერთობა მაქვს. მასთან პრობლემა არასდროს შემქმნია. სხვადასხვა მიზეზის გამო კაპიტანი მე ვარ, მაგრამ გუნდში სხვა მნიშვნელოვანი ფეხბურთელებიც არიან."
"დასამტკიცებელი არაფერი მაქვს, ყველაფერზე რიცხვები მეტყველებს. მე ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები, როგორც მოედანზე, ისე ვარჯიშზე."
"ბარსას" ყველა ტრანსფერით მოვიხიბლე. რონალდი კარგად მუშაობს და მჯერა, მომდევნო სეზონშიც უფრო გავუმჯობესდებით. ის კიდევ ერთი წლით დარჩენას ნამდვილად იმსახურებდა."
ესპანეთის ნაკრები ევრო 2020-ზე პირველ შეხვედრას 14 ივნისს, შვედეთის წინააღდმეგ გამართავს, სადაც ჟორდი ალბა კარიერაში პირველად გუნდს კაპიტნის ამპლუაში გაუძღვება. სერხიო ბუსკეტსს, დიდი ალბათობით, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, სლოვაკეთთან ვიხილავთ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]