როგორ გაუშვა რონალდ კუმანმა ერლინგ ჰოლანდის 4 მილიონად შეძენის შანსი ხელიდან

როგორ გაუშვა რონალდ კუმანმა ერლინგ ჰოლანდის 4 მილიონად შეძენის შანსი ხელიდან

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი, ერლინგ ჰოლანდი, არც ისე დიდი ხნის წინ "ბარსელონას" (და არა მარტო) მთავარი სამიზნე იყო, თუმცა ფინანსური მდგომარეობის გამო ტრანსფერის განხორციელება ვერ მოხერხდა.

საინტერესოა, რომ კატალონიური გუნდის მთავარ მწვრთნელს, რონალდ კუმანს, რამდენიმე წლის წინ ჰქონდა შანსი, ჰოლანდი თავის გუნდში 4 მილიონ ევროდ დაემატებინა, მაგრამ უარი თქვა - წერს The Athletic. 

"ევერტონში" მუშაობის დროს კუმანისთვის სკაუტის როლს სტივ უოლში ასრულებდა. ეს ის ადამიანია, რომელმაც "ლესტერ სიტიში" ნ'გოლო კანტე, რიად მაჰრეზი და ჯეიმი ვარდი მიიყვანა. 

უოლშმა 16 წლის ჰოლანდი შეამჩნია, რომელიც ჯერ კიდევ ნორვეგიის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში თამაშობდა. ერლინგმა და მისმა მამამ, პრემიერ ლიგის ყოფილმა ფეხბურთელმა, ალფ-ინგე ჰოლანდმა, "ევერტონში" გადასვლაზე თანხმობა განაცხადეს, მაგრამ კუმანი თანხის გადახდას არ დათანხმდა. 

მოგვიანებით ჰოლანდი "ზალცბურგს" შეუერთდა, საიდანაც 20 მილიონ ევროდ "დორტმუნდში" გადავიდა, ახლა კი მისი ფასი 150 მილიონია. 

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონასთვის" ნორვეგიელის შეძენა არარეალურია, ამიტომ კლუბმა აქცენტი სხვა ფორვარდებზე გააკეთა. კატალონიელებმა "მანჩესტერ სიტიდან" სერხიო აგუერო დაიმატეს და ახლა მემფის დეპაის გაფორმებას ცდილობენ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 12 ივნისი 2021 18:10
    0
    მომდევნო ზაფხულს 75 მილიონი ხდება ამის ფასი ხელიდან გაშვება არ შეიძლება. რაიოლამ უნდა გვიჯიგროს
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 12 ივნისი 2021 15:47
    0
    ხო გეუბნებით ვერ არის კუმანი დონე პროფესიონალი. ამ დონის მწვრთნელი ერთი შეხედვით უნდა ხვდებოდეს დადგება თუ არა ფეხბურთელი ახალგაზრდისგან, მაგრამ მე მგონი ეს ისეთი ზარმაცია არც დააკვირდებოდა. როგორც სუარესს ტელეფონით რო გაუშვა. ენახა ვარჯიშზე სუარესი და ბრეიტვეიტი იქნება თვალები ახელოდა ვინ ვინ იყო.