დე იონგი უკრაინასთან მატჩს სასტარტოში იწყებს
ნიდერლანდების ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ერთვება. ფრენკი დე იონგის გუნდი დღეს უკრაინას დაუპირისპირდება.
უკრაინასთან პირველივე წუთებიდან "ბარსელონას" ნახევარმცველს სასტარტოში ვიხილავთ. ნიდერლანდელთა შემადგენლობაში ასევე იმყოფება მემფის დეპაი, რომელიც "ბლაუგრანაში" გადმოსვლასთან ძალიან ახლოსაა.
ნიდერლანდების შემადგენლობა ასეთია: სტეკელენბურგი, დუმფრისი, ტიმბერი, დე ვრეი, ბლინდი, ვან აანჰოლტი, დე როონი, ვეინალდუმი, დე იონგი, ვეგჰორსტი, დეპაი.
თამაში 23:00 საათზე დაიწყება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]