ლეო მესისა და სერხიო აგუეროს არგენტინამ ჩილე ვერ დაამარცხა

ლეო მესისა და სერხიო აგუეროს არგენტინამ ჩილე ვერ დაამარცხა

ცოტა ხნის წინ დასრულდა 2021 წლის კოპა ამერიკაზე ლიონელ მესისა და სერხიო აგუეროს არგენტინის პირველი შეხვედრა, რომელშიც იგი ჩილეს ნაკრებს დაუპირისპირდა.

მატჩის პირველ ნახევარში უპირატესობა ხელთ "ალბისელესტემ" იგდო და მეტოქის კართან რამდენიმე საგოლე შანსი შექმნა. 33-ზე წუთზე კი ლეო მესიმ საჯარიმო დარტყმიდან "ბარსას" ყოფილ მეკარეს, კლაუდიო ბრავოს ბრწყინვალე გოლი გაუტანა და თავისი გუნდი დააწინაურა. ასევე, კარგი მომენტი ჰქონდა ლაუტარო მარტინესს, თუმცა "ინტერის" შემტევმა მისი გამოყენება ვერ მოახერხა. საბოლოო ჯამში, ლიონელ სკალონის შეგირდებმა პირველ 45 წუთში 3 ზუსტი დარტყმა განახორციელეს და შესვენებაზე მინიმალური სხვაობით გავიდნენ.

მეორე ტაიმი ჩილელებმა აქტიურად დაიწყეს. 53-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ედუარდო ვარგასმა ემილიანო მარტინესს ვერ გაუტანა, თუმცა გადმოვარდნილ ბურთზე ბრძოლისას, ნიკოლას ტალიაფიკოს მიერ მესის კიდევ ერთი ყოფილი თანაგუნდელის, არტურო ვიდალის წინააღმდეგ თამაშის წესების დარღვევის გამო, ვილმარ როლდანმა არგენტინელთა კარში პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანი თავად დაზარალებულმა, "მეფე არტურომ" შეასრულა, რომლის დარტყმაც ემილიანომ მოიგერია, თუმცა დამატებაზე ვარგასმა კარგად ითამაშა და ასხლეტილი ბურთი კარში მოათავსა. გაშვებული გოლის შემდეგ "ლა პულგამ" ორი მომენტი შექმნა, მაგრამ პირველ შემთხვევაში მისი დარტყმა გარი მედელმა დაბლოკა, მეორედ კი ლეოს ბრავომ აჯობა. მე-80 წუთზე, მესის პასის წყალობით, გატანა შეეძლო ნიკოლას გონსალესსაც, თუმცა ამ უკანასკნელის თავური მიზანს ასცდა. საბოლოოდ, გუნდები ერთმანეთს დაუზავდნენ - 1-1.

"ბარსელონას" ახალწვეული, სერხიო აგუერო მოედანზე 81-ე წუთზე გამოჩნდა, მაგრამ ბევრი ვერაფერი მოასწრო.

არგენტინელები შემდეგ ტურში, 19 მაისს, თბილისის დროით 04:00 საათზე, ურუგვაის დაუპირისპირდებიან.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 15 ივნისი 2021 18:46
    0
    ცოდოა ლეო, ნამდვილად. სულ დაკარგავს რწმენას, ასეთი უჯიშოები სად შეიკრიბენ რო ვერც კარში ურტყავენ და ვერც პასს ვერ აკეთებენ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 15 ივნისი 2021 16:12
    0
    1957 წლიდან მოყოლებული არგენტინა და ჩილე ერთმანეთს შეხვდნენ 30-ჯერ, აქედან თამაშიდან (და არა პენალტებით) ჩილემ არგენტინას მოუგო ერთხელ 1:0, 2008 წელს.
    მიუხედავად ასეთი თანაფარდობისა ორჯერ კი აახია კოპა ამერიკა ჩილემ არგენტინას.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 15 ივნისი 2021 11:38
    2
    დი მარია და აგუერო ზამენაზე რამ დაატოვებინა ვერ გავიგე ან ერთი ერათზე დე პაულს რა მოელანდა რო დარტყმის მაგივრად პასი გაუკეთა ჩილეს ფეხბურთელს ან ამ ლაუტაროს ფეხბურთელობა ვინ დააბრალა მოკლედ საშველი არაა ამ ნაკრების მეცოდება მესი მეცოდება
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 15 ივნისი 2021 07:51
    1
    ვერ დაამარცხებდნენ ლაუტარომ 5 შანსი გაანიავა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 15 ივნისი 2021 05:47
    1
    ვერ გატეხეს ნამსი
    --------------------
    THUGS