მემფის დეპაიმ ბარსელონაში გადმოსვლა გადაწყვიტა
მემფის დეპაის საგა დასასრულს უახლოვდება. "ლიონის" ნიდერლანდელი შემტევი მომდევნო სეზონიდან "ბარსელონაში" ითამაშებს.
ცნობილი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ ახალხან გავრცელებული ინფორმაციით, დეპაიმ "ბარსელონაში" გადმოსვლა გადაწყვიტა. გარიგება მომდევნო რამდენიმე დღეში შედგება. მხარეები ტრანსფერის ბოლო დეტალებს ათანხმებენ, რასაც დრო სჭირდება. უკანასკნელი დეტალების შეთანხმების შემდეგ 27 წლის ფეხბურთელი "ბლაუგრანას" შეუერთდება.
Marca-ს ცნობით, მემიფისით "პარი სენ-ჟერმენი" და "იუვენტუსიც" ინტერესდებოდნენ, თუმცა ფეხბურთელს "ბარსელონაში" თამაში მტკიცედ გადაწყვეტილი ჰქონდა.
ასევე Marca იტყობინება, რომ "ბარსა" დეპაის უკარინის წინააღმდეგ თამაშით კმაყოფილი დარჩა. რონალდ კუმანი მის თანამემამულეს ხშირად უკავშირდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]