როგორი ფორმით ითამაშებს ბარსა ჩემპიონთა ლიგაზე?
Footy Headlines სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტომასალას, რომელზეც "ბარსელონას" მომდევნო სეზონის ფორმის დიზაინია ასახული. წყაროს თქმით, ამ ფორმით "ბარსა" ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩებში ითამაშებს.
აღნიშნული ფორმას "ბარსას" მე-3 ფორმის სტატუსი ექნება. შესაბამისად, 2021/22 წლების სეზონში გუნდს საგარეო მატჩებისთვის მხოლოდ ერთი ფორმა ექნება.

აღნიშნული ფორმა Nike-მა 1992 წელს, ბარსელონაში ჩატარებული ოლიმპიური თამაშების 30 წლისთავის აღსანიშნავად შექმნა. ორ წითელ და სამ ლურჯ ვერტიკალურ ზოლთან ერთად, მაისურზე ქალაქის სხვადასხვა გამორჩეული ადგილია გამოსახული.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]