მარტინ ბრეითუეიტს ინგლისიდან რამდენიმე მსურველი გამოუჩნდა | Diario Sport

მარტინ ბრეითუეიტს ინგლისიდან რამდენიმე მსურველი გამოუჩნდა | Diario Sport

Diario Sport-ის ინფორმაციით, კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელით, მარტინ ბრეითუეიტით ინგლისური კლუბები ინტერესდებიან.

წყაროს ცნობით, დანიელი ფეხბურთელის შეძენის სურვილს "ვესტ ჰემი", "ბრაიტონი", "ბარნლი" და "ნორვიჩი" გამოთქვამენ.

30 წლის შემტევმა უკვე იცის, რომ მიმდინარე ზაფხულში "ბლაუგრანას" დატოვება და ახალი გუნდის ძიება მოუწევს, ამ პროცესს კი მისი ევრო 2020-ზე კარგი თამაში აადვილებს.

"ლურჯ-ბროწეულისფერებს" სურთ, "ლეგანესის" ყოფილ მოთამაშეში გადახდილი თანხა, 18 მილიონი ევრო, ნაწილობრივ მაინც დაიბრუნონ.

ბრეითუეიტმა გასულ სეზონში, "ბარსას" მაისურით, ყველა ტურნირის ეგიდით, 42 მატჩში 7 გოლი და 4 ასისტი მიითვალა. მისი ამჟამინდელი კონტრაქტი 2024 წლამდეა ძალაში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 24 ივნისი 2021 10:21
    0
    სხვა გზა არ არის, ეს დემბელესავით არ გაჯიუტდება წესიერი ადამიანია, გზა დავულოცოთ.
    ალექსანდრე გეგეჭკორი
    სტუმარი [?]
    #6 23 ივნისი 2021 21:44
    1
    GiorgiGabe99,
    ვინ ამჯობინა?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 23 ივნისი 2021 17:29
    0
    15 მილიონი დადონ და წაიყვანონ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 23 ივნისი 2021 17:15
    1
    15ად გაატანონ და 5 ბონუსებად. კარგი ფეხბურთელია უბრალოდ არაა ამის ადგილი ბარსაში. ნებისმიერი საშუალო სიძლიერის გუნდის ძირითადს გაქაჩავს
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #3 23 ივნისი 2021 17:10
    0
    აზრი არ აქვს ამის გაჩერებას, აუცილებლად უნდა გაუშვან. დროა გაყიდვებზეც გადაერთონ და რობერტო უმტიტი დემბელე გაასაღონ როგორმე.
    Moriba
    სტუმარი [?]
    #2 23 ივნისი 2021 16:33
    0
    აუუ რო შემოვედი საიტზე უცებ მესი მეგონა თავ გადაპარსული 🤣🤣🤣
    GiorgiGabe99
    სტუმარი [?]
    #1 23 ივნისი 2021 16:29
    2
    პროსტა ამას რო ჰალანდს ამჯობენებ რადონის დებილი უნდა იყოს კაცი :D