ბარსას ქალთა გუნდი 200-გოლიანი ნიშნულის ზღვარზე
სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, "ბარსელონას" ქალთა გუნდი უნიკალური რეკორდის ზღვარზე იმყოფება.
მათ შანსი აქვთ 2020/21 წლების სეზონი 200 გატანილი გოლით დაასრულონ. ამჟამად, მათ ანგარიშზე 199 გოლია. შესაბამისად, 27 ივნისს, "ეიბართან" მატჩში მათ მხოლოდ 1 გოლი სჭირდებათ.
48 თამაშში გატანილი 199 გოლიდან, 158 ლა ლიგაზე მოდის. 34 გოლით, ჯენი ერმოსო გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. ლა ლიგაში მის ანგარიშზე 28 გოლია.
მიმდინარე სეზონში ქალთა გუნდმა ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა და ესპანეთის თასი მოიგო. შედეგად, "ბარსელონა" გახდა ისტორიაში პირველი კლუბი, რომელმაც "ტრებლი" როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა კატეგორიაში აქვს მოგებული.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]