MD | ალეგრის გამო პიანიჩის "იუვეში" დაბრუნება უფრო რეალურია

MD | ალეგრის გამო პიანიჩის "იუვეში" დაბრუნება უფრო რეალურია

"ბარსელონადან" წამსვლელთა რიგებში კიდევ ერთი ფეხბურთელის სახელი ძალიან აქტიურად ფიგურირებს. ეს ფეხბურთელი მირალემ პიანიჩია, რომლის მომავალ კლუბად კვლავინდებურად "იუვენტუსი" სახელდება.

არტური-პიანიჩის გაცვლით ვერცერთმა გუნდმა იხეირა. თუმცა, უცხო კლუბთან შეჩვევა უფრო რთული სწორედ მირალემისთვის იყო. რონალდ კუმანი მას ძალიან იშვიათად ენდობოდა და სერხიო ბუსკეტსის შემცვლელად თამაში მისთვის ძალიან წარუმატებელი გამოდგა. მასიმილიანო ალეგრის "ბებერი ქალბატონის" თავკაცად დაბრუნება ბოსნიელი ფეხბურთელის ძველ კლუბში დასაბრუნებლად კიდევ ერთი ბიძგისმიმცემი აღმოჩნდა.

MD-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ პიანიჩს "იუვეში" გადაბარგება სურს, ის სხვა გუნდების ალტერნატივასაც არ გამორიცხავს. ამის მიზეზი კი პირველ რიგში, "ბიანკონერის" ლოკატელის მიმართ ინტერესია, მანუელი კი სწორედ პიანიჩის პოზიციაზე თამაშობს.

გასულ სეზონში ფეხბურთელმა მონაწილეობა 30 შეხვედრაში მიიღო და თავი ვერც გოლით და ვერც ასისტით გამოიჩინა. მისმა ღირებულებამ 2020 წელთან შედაფრებით გამოკვეთილად, 25 მილიონით იკლო და ამ მომენტისთვის ის მხოლოდ 20 მილიონ ევროდაა შეფასებული.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 26 ივნისი 2021 16:04
    0
    ეს დააბრუნონ იუვეში და პაულინიო დაითრიონ ისევ.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 26 ივნისი 2021 15:18
    0
    დავაი აბრატნი ბარტერი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 26 ივნისი 2021 11:29
    0
    წარმომიდგენია როგორ უყვარს ამას კუმანი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 26 ივნისი 2021 11:07
    1
    არტურში გაუცვალეთ ისევ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #1 26 ივნისი 2021 00:53
    0
    ცუდია ამხელა ფიგურას რომ ვერ იყენებს კლუბი არადა ძაან მაგარ სეზონებს ატარებდა იუვეში და მანამდე რომაშიც მაგარი იყო.უბრალოდ ისაა რომ ამ ფორმაციის ბარსაში ვერ მოიძებნა ამის ადგილი და თან არც ახალგაზრდაა რო აცადო კიდე ერთი ორი წელი პლიუს კატასტროფულად დაუვარდა ფასი და ხელფასიც მაღალი აქვს ამიტომ გასაყიდია ეგრევე ! იჯარა ზოგადად ცუდია მაგრამ თუ არავინ ყიდულობს ჯობს გაანათხოვროს ამით ხელფასს დაზოგავენ და თუ კარგად ითამაშებს გაყიდიან