AS: მემფის დეპაის გამოსასყიდი თანხა 400 მილიონი ევროა
უკვე ცნობილია, თუ რა რაოდენობის თანხაა ჩაწერილი "ბარსელონას" ახალწვეულის, მემფის დეპაის კონტრაქტის გამოსასყიდ პუნტქში.
როგორც AS იტყობინება, ეს თანხა 400 მილიონ ევროს შეადგენს. "ბარსაში" ეს ინფორმაცია დაადასტურეს. დეპაიმ კატალონიურ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამგვარი გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი ის გახდა, რომ რონალდ კუმანის "ბარსელონური" მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა.
თუ ნიდერლანდელი სპეციალისტი მომავალ წელს კლუბიდან წავა, დეპაი კომფორტულ სიტუაციაში აღმოჩნდება - "ბარსასთან" მას კონტრაქტით კიდევ ერთი წელი ექნება. "ლურჯ-ბროწეულსიფერებმა" ასეთი მაღალი გამოსასყიდიც სწორედ ამიტომ ჩაუწერეს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]