ბარსამ, შესაძლოა, სერჟი რობერტოსთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს
"ბარსელონამ" გუნდის მარჯვენა მცველთან, სერჟი რობერტოსთან, შესაძლოა, ახალი კონტრაქტი გააფორმოს.
"ბარსას" მე-4 კაპიტნის მოქმედი ხელშეკრულების ვადა მომდევნო წლის ზაფხულში იწურება. აქამდე გავრცელებული ცნობებით, კატალონიური კლუბი რობერტოს კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივებას სთავაზობდა, ეს კი 29 წლის ფეხბურთელს არ აკმაყოფილებდა, რის გამოც "ბლაუგრანა" მის გასაყიდად მზად იყო.
Marca-ს ჟურნალისტის, ლუის როხოს ახალხან გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონა" სერჟი რობერტოს კონტრაქტის 2 წლით, 2024 წლამდე გახანგძლივებას განიხილავს. ივარაუდება, რომ ესპანელი მოთამაშე ამ შეთავაზებით კმაყოფილი დარჩება.
სერჟი რობერტოს გასული სეზონის დიდი ნაწილი ტრავმის გამო გაუცდა. მან მონაწილეობა მხოლოდ 20 მატჩში მიიღო, რომლებშიც 1 გოლი გაიტანა და 2 ასისტი გააკეთა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]