L'ÉQUIPE | გრიზმანსა და მბაპეს კონფლიქტი აქვთ
ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთის მიერ განცდილი ფიასკოს შემდეგ, ნაკრებში ბევრ ფეხბურთელსა და ასევე მათ ახლობელს შორის სიტუაცია დაიძაბა.
კრიტიკის პირველი ტალღა, როგორც მოსალოდნელი იყო, მთავარ მწვრთნელს, დიდიე დეშამს შეხვდა, რომელმაც აიმერიკ ლაპორტი განაცხადს მიღმა დატოვა და ამით ის ესპანეთს დაუთმო. ასევე 26-კაციან განაცხადში არ შეიყვანა ტეო ერნანდესი, რომელსაც "მილანში" განსაკუთრებული სეზონი ჰქონდა, ტრავმიანობის გამო კი შვეიცარიასთან მარცხენა მცველად რაბიოს განწესება მოუწია. გარდა ამისა, მერვედფინალში გრიზმანი სწორედ მაშინ გაიყვანა, როდესაც ანგარიში 3-2 იყო, დამატებით დროში კი თამაში ფაქტობრივად გამთამაშებლის გარეშე მოუწია.
ფრანგთა ბანაკში მეორე უსიამოვნო შემთხვევას შვეიცარიასთან თამაშის დროს ჰქონდა, ადრიან რაბიოს დედა ტრიბუნაზე მყოფ პოლ პოგბასა და კილიან მპაპეს ახლობლებს იმის გამო ეჩხუბა, რომ თითქოს ისინი მის შვილს პასებს არ აძლევდნენ.
მესამეზე და უკვე "ბარსელონასთან" კავშირში არსებულ შემთხვევაზე კი L'ÉQUIPE-მ დაწერა. ფრანგული გამოცემის ინფორმაციით, კილიან მბაპესა და ანტუან გრიზმანს ერთმანეთთან კონფლიქტი აქვთ. უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით, კილიანს არ მოსწონს ის ფაქტი, რომ ხშირ შემთხვევაში გუნდის ლიდერისთვის შესაფერის ინიციატივას გრიზმანი იჩენს. ეს ყველაზე მეტად ჯარიმის შესრულებისას გამოიხატება. ისედაც ვარსკვლავურ საფრანგეთის ნაკრებში გამოკვეთილი ლიდერის პოვნა რთულია, მბაპეს კი რამდენიმე სათამაშო კომპონენეტში გრიზმანის ლიდერად ხილვა საერთოდ არ სიამოვნებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 17 ]