ბრაზილიის ნაკრები 1/2-ფინალშია!
დღეს გამთენიისას ბრაზილიასა და ჩილეს შორის კოპა ამერიკის 1/4-ფინალური დაპირისპირება გაიმართა, რომელმაც ტურნირის 1/2-ფინალისტი გამოარკვია.
"სელესაომ" დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური ანგარიშით 1-0 იმარჯვა. მატჩში ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვლაზე ახლადშემოსულმა ლუკას პაკეტამ გაიტანა. გოლიდან 2 წუთში, თამაშის 48-ე წუთზე, ბრაზილიელთა შემტევი გაბრიელ ჟეზუსი მოედნიდან გააძევეს. 10 კაცით დარჩენილმა "სელესაომ" დარჩენილ დროში კარის მშრალად შენახვა მოახერხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
"ბარსელონას" მარჯვენა მცველ ემერსონს თამაშში მონაწილეობა არ მიუღია. იგი სათადარიგოთა შორის დარჩა.
ბრაზილიის ნაკრები კოპა ამერიკის 1/2-ფინალში პერუს დაუპირისპირდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]