საუკეთესი ინიესტა იყო

საუკეთესი ინიესტა იყო

 

გუშინ და გუშინწინ ჩატარდა 4 1/4 ფინალური მატჩების პირველი შეხვედრები. სულ 18 გოლი გავიდა, სამმა გუნდმა პრაქტიკულად გაინაღდა საგზური საუკეთესო ოთხთა შორის. 

ყოველი მატჩის და საერთოდ მთლიანად ტურის დასრულების შემდეგ, "უეფას" ოფიციალურ ვებ –გვერდზე ტარდება გამოკითხვა თუ ვინ იყო ამ კვირაში საუკეთესო, გულშემატკივარების გარდა აფასებენ ფეხბურთელებს ექსპერტებიც.

გუშინ "ბარსელონამ" დონეცკი "შახტარს" 5:1 სძლია, პირველი გოლის ავტორი ანდრეს ინიესტა გახლდათ, რომელსაც მეორე გოლშიც უდიდესი წვრილი მიუძღვის. ანდრესმა ბნრწყინვალე გადაცემა გააკეთა დანი ალვესზე, რომელმაც ყველაფერი უბადლოდ შეასრულა. ანუ გოლი + საგოლე გადაცემა.

ამის გარდა მთელი მატჩის განმავლობაში ინიესტა აქტიური გახლდათ, ამიტომაც იგი ამ ოთხ გამართულ შეხვედრაში საუკეთესოდ დასახელდა

1. ანდრეს ინიესტა (ბარსელონა) – გულშემატკივართა შეფასება: 8.4, ექსპერტთა: 8.8

2. ემანუელ ადებაიორი (რეალი) –  გულშემატკივართა შეფასება: 7.9, ექსპერტთა: 8.5

3. ედუ (შალკე) – გულშემატკივართა შეფასება: 7.5, ესპერტთა 8

4 მაიკელ კერიკი (მანჩესტერი) – გულშემატკივართა შეფასება 6.7, ექსპერტთა 8

 

ინიესტამ უმაღლესი შეფასება მიიღო, როგორც ესპერტებისგან, ისე გულშემატკივრებისაგან. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.