პიანიჩს იუვენტუსში გადასვლა ამ კვირაშივე სურს | Sport
"ბარსელონას" ბოსნიელ ნახევარმცველს, მირალემ პიანიჩს სურს, რომ მისი "იუვენტუსში" გადაბარგების საკითხი მიმდინარე კვირაშივე გადაწყდეს. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.
მოსალოდნელია, რომ 31 წლის ფეხბურთელი კატალონიურ კლუბს დატოვებს. ყველაზე რეალური მსურველები ტურინის "იუვენტუსი" და "პარი სენ-ჟერმენი" არიან. პიანიჩის სურვილი კი, როგორც ჩანს, იტალიაში დაბრუნებაა.
მირალემ პიანიჩი "ბარსელონაში" გასულ ზაფხულში გადმოვიდა, თუმცა რონალდ კუმანის ხელში მას სათამაშო დრო თითქმის არ მისცემია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]