Calciomercato | სერჟი რობერტოს შეუძლია "ბარსა" დატოვოს

Calciomercato | სერჟი რობერტოს შეუძლია "ბარსა" დატოვოს

სერჟი რობერტოს "ბარსელონადან" წასვლის შესახებ ამჯერად იტალიურ გამოცემაში, Calciomercato-შიც, ვკითხულობთ.

"ბარსელონას" ვიცე-კაპიტანს ტრავმიანი და არასტაბილური სეზონის შემდეგ წასვლის კიდევ ერთი და არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზიც აქვს. კატალონიელებს სახელფასო ფონდის შემსუბუქება სურთ, რობერტო კი უკვე ტრანსფერზეა დაყენებული.

ახლო წარსულში MD "ინტერის" მხრიდან რობერტოს ინტერესზე ინფორმაციასაც ავრცელდებდა. მართლაც, "ნერაძურიმ" აჩრაფ ჰაკიმი 60 მილიონ ევროდ პსჟ-ში გაუშვა, მარჯვენა ფლანგის მცველის პოზიციაზე კი სხვა შემცვლელი ჯერ არ შეუძენია.

ამჟამად ესპანელის სატრანსფერო ფასი 18 მილიონი ევროა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 10 ივლისი 2021 16:47
    0
    ვაიმე ოღონდ ეს მოგვშორდეს და არ მი და არაფერი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 10 ივლისი 2021 02:43
    2
    უნდა დატოვოს...აუცილებლად...ძალიან გთხოვთ მიაყოლოთ ლენგლე, გრიზმანი, დემბელე და კოუტინიო...
    --------------------
    მარცხი გარდაუვალია,ეს როდისმე აუცილებლად მოხდება,უბრალოდ ეს უნდა იყოს ღირსეული...
    Culé [?]
    #1 10 ივლისი 2021 02:31
    1
    გულწრფელი მადლობა ყველაფრისთვის!!! იმისთვის რომ ბარსას ფანებს და არა მარტო ფანებს გვაჩუქე დაუვიწყარი საღამო, როცა პესეჟესი მიართვი მეექვსე ბურთი,მაგრამ ახლა დროა წახვიდე და ეს კლუბისთვისაც კარგი იქნება და შენთვისაც. აღარაა გუნდში შენი ადგილი თან კარგ ხელფასსაც დაზოგავს კლუბი და ერთ 20 მილიონსაც აიღებენ