მორიბასა და კლუბის წარმომადგენლები კიდევ ერთ შეხვედრას გამართავენ
ილაიშ მორიბას "ბარსელონაში" დარჩენის საკითხი ისევ ბურუსითაა მოცული.
ფეხბურთელი უკმაყოფილოა იმით, რომ წინასასეზონო მომზადებას ის ბ გუნდთან ერთად გაივლის. ილაიშის წარმომადგენლებსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის კიდევ ერთი შეხვედრა შედგება, სადაც უფრო კონკრეტული აქცენტები გაკეთდება და დიდი ალბათობით, გადაწყდება მორიბას წასვლა-დარჩენის საკითხი.
ამის შესახებ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
"ბარსელონა" მესისთვის კონტრაქტის გასახანგრძლივებლად სახელფასო ფონდის შემცირებას აპირებს, წამსვლელ ფეხბურთელთა რიგებში კი მორიბას კანდიდატურა არ ფიგურირებდა. მიუხედავად ამისა, თუ სიტუაცია უკეთესობისკენ არ შეიცვალა, "ბარსა" მზადაა ილაიშსაც შეელიოს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]