Sport: რაფაელ ბენიტესს კლემან ლანგლეს გადაბირება სურს

Sport: რაფაელ ბენიტესს კლემან ლანგლეს გადაბირება სურს

"ბარსელონას" ფრანგი ფეხბურთელი, შესაძლოა, კლემან ლანგლე, მომდევნო სეზონიდან "ევერტონის" რიგებში ვიხილოთ.

Sport-ის მტკიცებით, მერსისაიდელთა ახალ მთავარ მწვრთნელს, რაფა ბენიტესს, ლანგლეს გადაბირება სურს. ესპანელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ იერი მინა, რომელიც "ევერტონს" სწორედ "ბარსადან" შეუერთდა, მის სათამაშო სქემას ვერ მოერგება, მის შემცვლელად კი ლანგლეს მოიაზრებს. მან "ევერტონის" ხელმძღვანელობას 26 წლის მცველის შეძენის თხოვნით უკვე მიმართა.

გადადგომამდე, ჟოზეპ მარია ბართომეუმ ლანგლეს ხელშეკრულება 2026 წლამდე გაუხანგრძლივა. სათანადო შემოთავაზების არსებობის შემთხვევაში, კუმანი და ლაპორტა მის გაშვებას დათანხმდებიან. გუნდისთვის, ლანგლეს გაშვება კარგი იქნება როგორც სპორტული, ასევე ფინანსური კუთხით - "ბარსელონა", მესისთან ახალი კონტრაქტის დასადებად, სახელფასო ბიუჯეტის შემცირებას ცდილობს.

"ბლაუგრანამ" ლანგლე 2018 წელს, "სევილიადან", 36 მილიონი ევროს სანაცვლოდ, შეიძინა. მას შემდეგ, ფრანგმა "ბარსას" მაისურით 133 შეხვედრა ჩაატარა. ამჟამად, Transfermarkt მას 25 მილიონ ევროდ აფასებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 19 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #19 14 ივლისი 2021 12:19
    1
    ციტატა: Albicelecte
    ერთადერთი ღირსება - ცაციაა smiley smiley
    უდიდესი ძალა მოწინააღმდეგისათვის, როდესაც ეს მოედანზეა
    10-12 წინააღმდეგ
    თუ დემბელეც მოედანზეა, მაშინ 9-12-ზე
    თუ მსაჯებიც მადრიდისტები არიან, 9-15-ზე მიდის თამაში
    და მერე ვაგონოთ მესის, რატომ ტრიპლეტი არ იდება მაგისი ასე და ისეო smiley barca-6 barca-6

    ვაი რო მართალი ხარ საუბედუროდ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #18 14 ივლისი 2021 12:01
    2
    წაიღეეეეთ
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    [?]
    #17 14 ივლისი 2021 11:52
    3
    უთამაშებელ მინაში მოგვცეს 30 და ძირითადის კაცში 35 მაინც გადაგვიხდიან. მისწრებაა ახლა ამის გაყიდვა. იქნებ ლაპორტის ფული შეიკრას. პროსტა ზე ამბიციური ლენგლე როგორ გადავა ევერტონში
    საიტის ლეგენდა  [?]
    #16 14 ივლისი 2021 11:17
    2
    ბართომ ყველა ფეხბურთელში ორმაგი და სამმაგი გადაიხადა, დაუნიშნა ასტრონომიული ხელფასები და ეს მიზანმიმართულად გააკეთა,
    საიტის ლეგენდა  [?]
    #15 14 ივლისი 2021 10:44
    3
    ერთადერთი ღირსება - ცაციაა smiley smiley
    უდიდესი ძალა მოწინააღმდეგისათვის, როდესაც ეს მოედანზეა
    10-12 წინააღმდეგ
    თუ დემბელეც მოედანზეა, მაშინ 9-12-ზე
    თუ მსაჯებიც მადრიდისტები არიან, 9-15-ზე მიდის თამაში
    და მერე ვაგონოთ მესის, რატომ ტრიპლეტი არ იდება მაგისი ასე და ისეო smiley barca-6 barca-6
    ფანი [?]
    #14 14 ივლისი 2021 10:20
    4
    "...გადადგომამდე, ჟოზეპ მარია ბართომეუმ ლანგლეს ხელშეკრულება 2026 წლამდე გაუხანგრძლივა..." 😂😂😂😂
    Culé [?]
    #13 14 ივლისი 2021 10:15
    5
    ბარსელონა აცხადებს ფრანგული კვირეულის დღეებს , გასაყიდად გამოტანილია ყოფილი მმართველის პირადი კოლექცია : პატარა პრინცი , ტუტუცი(სულხან-საბას მიხედვით) , ჯამბაზი და კარის მცველი . მყიდველი დასაჩუქრდება ერთწლიანი აბონემენტით , ბარსელონას საშინაო და საგარეო მატჩებზე , პირადი ადგილით ნოუ კამპზე . 😁😁
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 14 ივლისი 2021 03:18
    5
    აჩუქეთ...გაატანეთ....)))) ეს რო მიდის მოწინააღმდეგეზე, თუ საჯარიმოა 11 მეტრიანის მეშინია, თუ საჯარიმოს გარეთაა ყვითელი ან წითელი ბარათის)))) არ მახსენდება ისეთი დრო რო მეთქვას ლენგლე კარგად დგას თქო...არასდროს...ამას რაუნდა ბარსელონაში საერთოდ....
    --------------------
    მარცხი გარდაუვალია,ეს როდისმე აუცილებლად მოხდება,უბრალოდ ეს უნდა იყოს ღირსეული...
    Ronaldinho..
    სტუმარი [?]
    #11 14 ივლისი 2021 02:06
    6
    ლენგლე გაყიდონ და რომერო იყიდონ🥲🥲🥲
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 14 ივლისი 2021 02:01
    3
    ციტატა: Moriba
    🚨 იტალია როგორც ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული და არგენტინა როგორც კოპა ამერიკის გამარჯვებული, მხარეები ამხანაგური მატჩისთვის ემზადებიან 🤝🇮🇹🇦🇷

    ✅ შეხვედრა დიდი ალბათობით იტალიაში, კერძოდ კი ნეაპოლში დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე გაიმართება 🏟‼️
    მშვენიერი გადაწყვეტილებაა🖤❤

    მშვენიერი მატჩი გამოვა, რაღაც სიმბოლური დატვირთვაც ექნება და რაღაც ახალის დასაწყისი ფეხბუღთში, დიეგო არ იყო პატარა ფიგურა, ფეხბურთში პატოსნებისათვის და სისუფთავისთვის იბრძოდა და ფიფას მაფიას ღიად დაუპირისპირდა
    Culé [?]
    #9 14 ივლისი 2021 01:05
    4
    20 მილიონი დადეთ და წაიყვანეთ ჩვენი კლიმენტა :დ
    Moriba
    სტუმარი [?]
    #8 14 ივლისი 2021 00:59
    6
    🚨 იტალია როგორც ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული და არგენტინა როგორც კოპა ამერიკის გამარჯვებული, მხარეები ამხანაგური მატჩისთვის ემზადებიან 🤝🇮🇹🇦🇷

    ✅ შეხვედრა დიდი ალბათობით იტალიაში, კერძოდ კი ნეაპოლში დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე გაიმართება 🏟‼️
    მშვენიერი გადაწყვეტილებაა🖤❤
    Culé [?]
    #7 14 ივლისი 2021 00:25
    12
    Ევერტონი რა ჯიგარი გუნდია რამდენი ნაგავი გაგვისაᲦეს და ეს Თუ წაიყვანეს ვაბᲨე 😀
    MARI=BARCA-fan
    სტუმარი [?]
    #6 14 ივლისი 2021 00:24
    4
    ციტატა: Griezzy7
    ციტატა: Albicelecte
    აქცია: იყიდე ლენგლე და საჩუქრად მიიღე ერთი უმთითი (შეფუთვა და მისამართზე მიტანა ასევე შედის მომსახურებაში)
    barca-6 barca-7 barca-6

    დემბელემ მიუტანოს smile

    joy ვაიმე მეც ეგ უნდა დამეწერააა..
    laughing laughing laughing ან მზითებში გავაყოლოთ.. დ:)))
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 14 ივლისი 2021 00:21
    2
    ციტატა: Griezzy7
    ციტატა: Albicelecte
    აქცია: იყიდე ლენგლე და საჩუქრად მიიღე ერთი უმთითი (შეფუთვა და მისამართზე მიტანა ასევე შედის მომსახურებაში)
    barca-6 barca-7 barca-6

    დემბელემ მიუტანოს smile

    გლოვოს ან ვოლტის კურიერის ფორმაში რომ მიადგება მოპედით smiley smiley smiley
    ამ სფეროში დასაქმებული ხალხი თუ ხართ აქ, ნუ გამიბრაზდებით, ძალიან მიყვარხართ ყველა და პატივს გცემთ, არც დემბელეს გადარებთ არავის, ეგეთ რამეს როგორ გაკადრებთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 14 ივლისი 2021 00:13
    3
    გაატანეთ სანამ გადაუფიქრებია
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 13 ივლისი 2021 23:40
    3
    ეს თუ სიმართლეა და ახდა ასრულდა ოცნება.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 13 ივლისი 2021 23:36
    4
    აქცია: იყიდე ლენგლე და საჩუქრად მიიღე ერთი უმთითი (შეფუთვა და მისამართზე მიტანა ასევე შედის მომსახურებაში)
    barca-6 barca-7 barca-6
    Culé [?]
    #1 13 ივლისი 2021 23:16
    2
    გასაშვებია. ევერტონს ევასება ბარსადან ჩამოწერილი ტავარი და იქნება ლენგლეც შევტენოთ. ფაქტია ლენგლე/უმტიტიდან ერთი უნდა წავიდეს.