ბრეითუეიტის მომავალი გაურკვეველია
"ბარსელონას" დანიელი თავდამსხმელის, მარტინ ბრეითუეიტის მომავალი გაურკვეველია.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ, ევროპის ჩემპიონატზე კარგი თამაშის გამო, მისი ღირებულება გაიზარდა, "ბარსა" 30 წლის ფეხბურთელის გაყიდვას აპირებს, თუმცა თავად მარტინს გუნდში დარჩენა სურს.
შესაძლოა, ბრეითუეიტის შენარჩუნება კატალონიური გრანდისთვის სასარგებლოც იყოს. დანიელს დაბალი ხელფასი აქვს, გუნდში კი, გრიზმანის გაშვების შემთხვევაში, შემტევთა ნაკლებობა იქნება.
ბრეითუეუტი "ბარსელონაში" 2020 წელს "ლეგანესიდან" გადმოვიდა. მისი კონტრაქტი 2024 წლამდეა გათვლილი.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]