ილაიშ მორიბას დაქვეითება ემუქრება
კატალონიური Sport-ის ჟურნალისტი, ჟერმან ბონა ილაიშ მორიბასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
ახალგაზრდა ნახევარმცველთან მიმართებაში "ბარსელონას" ხელმძღვანელებისა და კერძოდ ჟოან ლაპორტას პოზიცია საკმაოდ მკაცრია. კლუბი მორიბას კონტრაქტის გახანგრძლივებას სთავაზობს, უარის შემთხვევაში კი მას "ჟუვენილ A-ში" დააქვეითებს, რომელიც "ბარსას" იერარქიაში მესამე გუნდია და ძირითადად 19-წლამდელებით არის დაკომპლექტებული.
ილაიშმა პრესეზონისთვის მზადება "ბარსა ბ-სთან" ერთად დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ წინა სეზონში თავის გამოჩენის გამო 18 წლის მოთამაშის წარმომადგენლები მის პირველ გუნდში დაწინაურებას ელოდნენ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]