სერხიო აგუერო გუნდს აგვისტოს დასაწყისში შეუერთდება
"ბარსელონას" ახალწვეული სერხიო აგუერო ვარჯიშს აგვისტოს დასაწყისიდან შეუდგება.
აგუერო ამჟამად შვებულებაში იმყოფება. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, არგენტინელი ვარსკვლავი კატალონიურ გუნდს აგვისტოს პირველ კვირაში შეუერთდება.
წყაროს ცნობით, რონალდ კუმანი დარწმუნებულია, რომ აგუეროს წყალობით ეფექტურობა გაიზრდება, რაც გუნდს გასულ სეზონში ძალიან აკლდა.
MD ვარაუდობს, რომ 2021/22 წლების სეზონის დასაწყისში შემტევი ტრიო მესი-აგუერო-დეპაი იქნება. ამის მიზეზი ისაა, რომ ანსუ ფატი პირველ ოფიციალურ მატჩში არ იქნება, უსმან დემბელე ტრავმირებულია, ხოლო მარტინ ბრეითეიტისა და ანტუან გრიზმანის მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]