მემფის დეპაიმ სამედიცინო შემოწმება გაიარა
"ბარსელონას" ახალწვეულ მემფის დეპაის, რომელიც კატალონიის დედაქალაქს დღეს ეწვია, ცოტა ხნის წინ სამედიცინო დათვალიერება ჩაუტარდა.
"ბლაუგრანას" Twitter-ის ოფიციალური გვერდის ცნობით, ნიდერლანდელმა შემტევმა "ბარსაში" სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა.
გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელი რონალდ კუმანის გუნდში ვარჯიშს ხვალიდან დაიწყებს. მისი პრეზენტაცია ხუთშაბათს გაიმართება.
ცნობისთვის, მემფის დეპაი კატალონიურ კლუბს უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
[media=https://twitter.com/FCBarcelona/status/1417129152046641155]
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]