ხვალ ნიკო გონსალესის დებიუტი შედგება

ხვალ ნიკო გონსალესის დებიუტი შედგება

ხვალ "ჟიმნასტიკთან" გასამართ ამხანაგურ მატჩში "ბარსელონას" პირველ გუნდში იმედისმომცემი ნახევარმცველის, ნიკო გონსალესის დებიუტი შედგება.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, რონალდ კუმანს ახალგაზრდა მოთამაშე ძალიან მოსწონს. ნიდერლანდელი სპეციალისტი აპირებს, ხვალ 19 წლის ფეხბურთელს სათამაშო დრო მისცეს.

MD ვარაუდობს, რომ ილაიშ მორიბას არყოფნაში ესპანელის მნიშვნელობა გაიზრდება. უფრო მეტიც, თუ მორიბა კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, გონსალესს "ბარსელონაში" მეტი წონა ექნება.

ნიკომ "ბლაუგრანასთან" ხელშეკრულება ცოტა ხნის წინ 2024 წლამდე გაახანგრძლივა. მისი გამოსასყიდი თანხა 500 მილიონ ევროს შეადგენს.

ნიკო გონსალესი კატალონიელთა სკოლის აკადემიაში 2018 წლიდან ირიცხება. მან "ბარსა ბ-ს" რიგებში გასულ სეზონში მონაწილეობა 24 მატჩში მიიღო და 2 ასისტი გააკეთა.

"ბარსელონასა" და "ჟიმნასტიკს" შორის ამხანაგური შეხვედრა 21:00 საათზე გაიმართება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 21 ივლისი 2021 17:21
    0
    ხოდა ააცვას მორიბამ, წაიღო ტვინი უკვე.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 20 ივლისი 2021 14:24
    0
    გარსიები დაცვაში, გონსალესები ცენტრში flushed
    Vito Kharshiladze
    სტუმარი [?]
    #2 20 ივლისი 2021 14:07
    0
    მორიბააგან განსხვავებული მოთამაშეა მაგრამ ისედაც არაა ცუდი ბიჭი .
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 20 ივლისი 2021 14:06
    2
    ეუ ეს მაგარს უბერავდა და იმედია ადგილსაც დაიკავებს პირველ გუნდში,მორიბას მილიონჯერ მირჩევნია.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid