გრიზმანთან კარგი ურთიერთობა მაქვს - დიეგო სიმეონე

გრიზმანთან კარგი ურთიერთობა მაქვს - დიეგო სიმეონე

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ Marca-სთან ინტერვიუში ანტუან გრიზმანის შესახებ ისაუბრა:

გრიზმანთან კარგი უერთიერთობა მაქვს, რადგან ჩემი ქალიშვილები მის ვაჟებთან ერთად თამაშობენ. მინდა, მან წარმატებას "ბარსაშიც" მიაღწიოს. ანტუანი შესანიშნავი ფეხბურთელია. მიუხედავად იმისა, რომ მუდმივი სათამაშო დრო არ ჰქონდა, მას კატალონიურ კლუბში სეზონში ოც გოლზე ნაკლები არასდროს გაუტანია. ეს მნიშვნელოვანი რიცხვებია. "ბარსელონაში" გრიზმანისგან, ტრიუმფის გარდა, არაფერს ველი.

ბოლო პერიოდში, ფრანგ თავდამსხმელს "როხიბლანკოში" დაბრუნებას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა უკანასკნელი ინფორმაციით, მისი და საულ ნიგესის გაცვლა აღარ შედგება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ "ბარსელონაში" სადებიუტო სეზონში ანტუანმა თავი მხოლოდ 15 გოლით გამოიჩინა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 21 ივლისი 2021 16:47
    0
    გვეღადავება?
    Feel My Style
    სტუმარი [?]
    #2 21 ივლისი 2021 14:45
    2
    გრიზმანი ბარსელონაში, მის თავსაც იტანჯავს, გუნდსაც და გულშემატკივრებსაც. ატლეტიკოში გადასვლა ყველასთვის კარგი იქნება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 21 ივლისი 2021 14:08
    1
    მაინტერესებს ვინ სად ითამაშებს ამ სეზონში. დეპაი ცენტრში იქნება თუ მარცხნივ და გრიზმანის პოზიცია
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.