Sport: კაპიტნები ხელფასის შემცირებაზე უარს აცხადებენ
"ბარსელონასა" და გუნდის კაპიტნების აგენტებს შორის გამართული შეხვედრა, რომელიც ანაზღაურების შემცირებას ეხებოდა, უშედეგოდ დასრულდა, იტყობინება Sport.
კატალონიური გამოცემა წერს, რომ კლუბის სპორტული დირექტორი, მატეუ ალემანი, ჟოზეპ მარია ურუბიჩს (რობერტო, ბუსკეტსი), არტურო კანალესსა (პიკე) და ვისენტე ფორესს (ალბა) შეხვდა. თავდაპირველად, კლუბი მათგან ხელფასის პირდაპირ შემცირებას ითხოვდა. უარის შემდეგ, "ბარსამ" კაპიტნების ხელფასის შემცირების სანაცვლოდ, კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზა, რაც ნიშნავს იმას, რომ ფეხბურთელები ანაზღაურების იმავე ოდენობას მიიღებდნენ, თუმცა უფრო გრძელვადიან პერიოდში (იგივე, რაც მესის ახალი კონტრაქტის შემთხვევაში), თუმცა მათთვის ეს წინადადებაც არადამაკმაყოფილებელია. საუბარი, დაახლოებით, ხელფასის 40%-ით შემცირებაზეა.
დღეს, ჟოან ლაპორტა ისრაელიდან დაბრუნდება და მოლაპარაკებებს სწორედ იგი წარმართავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]