ოფიციალურად: დეპაის პრეზენტაციის დრო და დეტალები ცნობილია

ოფიციალურად: დეპაის პრეზენტაციის დრო და დეტალები ცნობილია

ხვალ, "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" გუნდის ნიდერლანდელ ახალწვეულს, მემფის დეპაის, წარადგენს.

კლუბის ცნობით, ღონისძიება, თბილისის დროით, 20:15 საათზე ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ცერემონით დაიწყება. იგი მედიისთვის დახურული იქნება და კლუბი ცერემონიის ამსახველ მასალას მოგვიანებით გაავრცელებს.

21:00 საათზე მემფისს "კამპ ნოუს" მინდორზე ვიხილავთ, სადაც ტრადიციული ფოტოსესია ჩატარდება, 21:30 საათზე კი გაიმართება პრესკონფერენცია, რომელსაც პრეზიდენტთან ერთად, რაფაელ იუსტე (ვიცე-პრეზიდენტი) და მატეუ ალემანი (სპორტული დირექტორი) დაესწრებიან.

აქვე, აღსანიშნავია, რომ, პანდემიის გამო, გულშემატკივარი პრეზენტაციას ვერ დაესწრება.

გუშინ, 27 წლის შემტევმა ახალი გუნდის რიგებში პირველად ივარჯიშა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 21 ივლისი 2021 16:48
    0
    როდის ვნახავთ ჩანაწერს?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 21 ივლისი 2021 14:07
    0
    ნეტა ეა რა ნომერი იქნება??
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.